უკან

საზოგადოება

30 ნოემბერი, 2016 13:50
font-size

შშმ ბავშვთა მშობლები კუთვნილი ფართის დაბრუნებას ითხოვენ

“სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია”, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვების მშობლების მიერ, საქართველოს მთავრობისგან კუთვნილი ფართის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ასოციაციის წევრები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასოციაციის თავმჯდომარემ, მაია ასაკაშვილმა განაცხადა, შშმ პირთა სახელობო გადამზადება და დასაქმება დღეს სერიოზული პრობლემაა. მისი თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ ინტელექტუალური შეზღუდვის მქონდე პირებს ექმნდებათ სერიოზული პრობლემა, ისინი აღარ არიან საჭირო აღარც სკოლისთვის, აღარც საზოგადოებისთვის.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2014 წელს “სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციას” მთავრობისგან უსასყიდლოდ გადაეცა 1000 კვ.მ. ფართი, მაგრამ მათ შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს, რადგან იქ უკვე იმყოფებიან სოციალურად დაუცველი და დევნილი პირები.

“ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირთა მხარდაჭერისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2014 წლი 17 ივნისის Ν1089 განკარგულებით, ჩვენს ორგანიზაციას უსასყიდლო უზუფრუქტით სახელმწიფოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება გადმოეცა თემქაზე, გია ირემაშვილის ქუჩაზე, ყოფილი 205-ე სკოლა-პანსიონის მე-3 სართული, 1000 კვ.მ სოციალური რეაბილიტაციის მრავალპროფილიანი სახელობო ცენტრის ასამოქმედებლად, შშმ პირთა დასაქმების მიზნით.

ჩვენ, როგორც უზურფრუქტუარს დღემდე არ გვეძლევა შენობაში შესვლისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა, რადგან შენობის მე-3 სართული დაკავებული აქვთ უკანონოდ შეჭრილ პირებს, დევნილთა სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპენსირებულ პირებს. დღის ცენტრის სახელმწიფო პროგრამა დღემდე ხორციელდება ჩემი სახლის მისამართზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, უსასყიდლოდ დავუთმე ბენეფიციარებს. წლებია დავდივართ ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში, სამართალი ვერ ვიპოვეთ. მივმართეთ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას, მათ შორის დევნილთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს, უნდა ჩანიშნულიყო გამოსახლების პროცესი, მაგრამ 2015 წლის 11 დეკემბერს შეიცვალა კანონი, ამოღებული იქნა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც 2006 წლიდან მოქმედებდა. ძველი კანონის მიცედვით, თუ ხდებოდა უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა, მესაკუთრეს შეეძლო, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მოეთხოვა სამართალდამცავი ორგანოებისგან უკანონო მოქმედების აღკვეთა. ახალი კანონით, მესაკუთრეს აღარ აქვს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება, თუ არ ექნება სასამართლო გადაწყვეტილება. ამ კანონის მიღებამ კიდევ უფრო დაარღვია შშმ პირთა უფლება, ხელი შეუწყო უკანონობის წახალისებას, დაარღვია მესაკუთრეთა უფლებები, ჩვენ დღემდე ვერ ვახერხებთ ჩვენი კუთვნილი ფართის დაბრუნებას.

სამართალდამცავი სტრუქტურები დადიოდნენ ამ ადამიანებთან მოლაპარაკებებზე, ჩვენც არაერთხელ ვიყავით ამ პროცესში ჩართული. ბოლოს, შეჭრილ პირებს ჩაბარდათ გამოსახლების ოქმები, მაგრამ თავის დროზე ეს გამოსახლების პროცესი ვერა და ვერ ჩაინიშნა. კანონში ცვლილების შეტანამ ამ ადმინისტრაციულ დავას აზრი დაუკარგა და ამიტომ, ამ მოქმედი კანონმდებლობით იძულებული გავხდით, იმ შეჭრილი პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი შეგვეტანა. სახელმწიფო სტუქტურებმა თავიდან აირიდეს პასუხისმგებლობა და ორი მოწყვლადი ჯგუფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დევნილები ერთმანეთს დააპირისპირა. ჩვენ ამ ადამიანებთან გასაყოფი ნამდვილად არაფერი გვაქვს.

იმის გამო, რომ ჩვენ როგორც უზუფრუქტუარი ვერ შევედით ჩვენს პირად ფართში რომელიც სახელმწიფოს მიერ გადმოგვეცა, დაგვეკისრა პირგასამტეხლო. ჩვენ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, მან დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა, გამოიცა 1737-ე განკარგულება 2016 წელს, რომლის საფუძველზეც ჩვენ უკანონოდ დაკისრებული პირგასამტეხლო მოგვეხსნა.

ჩვენ არ გვჯერა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, ვინაიდან ელვის სისწრაფით იხილება ნაკლებ მნიშვნელოვანი საქმეები, ჩვენი ორგანიზაციის სასამართლო პროცესი ჯერ არც ჩანიშნულა”, – განაცხადა მაია ასაკაშვილმა.

„სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობას მიმართავს და პრობლემით დაინტერესებიკენ მოუწოდებს.
„ჩვენ არ გვინდა ჩვენი შვილები განიხილებოდნენ სიბრალულის და ქველმოქმედების ობიექტებად. ჩვენ გვინდა, მათ კუთვნილი ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში. ნუ აქცევთ ჩვენს შვილებს საზოგადოებისგან დევნილად. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სტრუქტურები ყურადღებას არ მოგვაქცევენ, არ დაგვეხმარებიან ჩვენი კუთვნილი ფართის პრობლემის მოგვარებაში და ვერ ვიპოვით სამართალს, მშობლები ჩვენს შვილებთან ერთად პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მივმართავთ”, – განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი