საზოგადოება
შშმ პირებთან დაკავშირებული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულებულია - თამარ ბარკალაია
ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდის წარმომადგენლის თამარ ბარკალაიას განცხადებით, ის რეკომენდაციები,რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა შშმ პირებთან დაკავშირებით გასცა, სახელმწიფო ფონდის მიერ ნაწილობრივ შესრულებულია.
ამის შესახებ ბარკალაიამ მედიას განუცხადა.
„ნაწილობრივ ის რეკომენდაციები, რომლებიც აღნიშნულ ანგარიშში არის ასახული განხორციელებული არის უკვე სახელმწიფო ფონდის მიერ წლის განმავლობაში და გარკვეული ნაწილი, წლის ბოლომდე უკვე განხორციელებული იქნება“,-განაცხადა ბარკალაიამ.
რაც შეეხება ბენეფიციარებზე ძალადობის ფაქტებზე, ბარკალაიას თქმით, მსგავსი შემთხვევების შედეგად თანამშრომლები გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან „რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს თანაშრომლის მხრიდან ბენეფიციარებზე, რომელიც არც თუ ისე ხშირი არის, მაგრამ ჩვენ გვქონდა ერთი-ორი შემთხვევა, რომლის შედეგად გათავისუფლებული იქნა თანამშრომელი სამსახურიდან, რომელმაც იძალადა ბენეფიციარზე“,-აღნიშნა ბარაკალაიამ.
მონიკა დავლიანიძე