უახლესი ამბები
- 20.04.2018 17:25საქართველოში ხვალ მცირე ნალექს ელიან
- 20.04.2018 17:25უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- 20.04.2018 17:25მონაკოში საქართველოს საპატიო საკონსულო დაწესებულება გაიხსნა
- 20.04.2018 17:25ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
- 20.04.2018 16:35აზიის განვითარების ბანკი გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას დააფინანსებს
- 20.04.2018 16:35#სანდოთანამგზავრის ფარგლებში კიდევ ერთი ტესტირება გაიმართება
- 20.04.2018 16:10სახალხო დამცველმა ბავშვის მიმართ ძალადობისა და ბულინგის ამსახველი ვიდეოს შესწავლა დაიწყო
- 20.04.2018 15:35მთავრობაში პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით ახალი ინიციატივა შევა
- 20.04.2018 15:35კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი „ნტვ-პლუსის“ ავტორიზაციის შესახებ საია-ს განცხადებაზე
- 20.04.2018 15:35აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ
არქივი
საზოგადოება


შშმ პირებზე პარკირების ახალი სტიკერების გაცემა დაიწყო
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების საცნობი ახალი ნიშნების გასცემა დაიწყო.
შშმ პირები ახალ სტიკერებს უფრო მარტივი და მოსახერხებელი სისტემით მიიღებენ. სტიკერები უშუალოდ შშმ პირებს გადაეცემათ. მათ ყოველი მგზავრობისას შეეძლებათ სტიკერი განათავსონ იმ ავტომობილზე, რომლითაც ისარგებლებენ.
ახალი ნიშნის მისაღებად სრულწლოვანმა შშმ პირმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით გაცემული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობისა ან ქვედა კიდურის ამპუტაციის დამადასტურებელი ცნობა და პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს, ხოლო არასრულწლოვანი შშმ პირის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებასა და დაბადების მოწმობას ჯანდაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის N64/ნ ბრძანებით განსაზღვრული ფორმა NIV-50/4-ის შესაბამისად გაცემული ცნობა უნდა დაურთოს.
შშმ პირებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაციის ნაცვლად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შეიძლება წარადგინონ.
ტრანსპორტის სამსახური ახალ სტიკერს საბუთების იდენტიფიკაციისთანავე გასცემს. სრულწლოვანი შშმ პირები საცნობ ნიშნებს 3-წლიანი ვადით მიიღებენ, ხოლო არასრულწლოვანი - 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
ადრე პარკირების სტიკერი შშმ პირსა ან მათ მეურვეებზე რეგისტრირებულ ავტომობილზე გაიცემოდა. შესაბამისად, სხვა ავტომობილით მგზავრობის შემთხვევაში, ისინი შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილებით ვერ სარგებლობდნენ. გასული წლის ბოლოს თბილისის საკრებულომ პარკირების ახალი წესი მიიღო, რომლითაც შშმ პირებისთვის საცნობი ნიშნების გაცემის პროცედურა დაიხვეწა.
კითხვების არსებობის შემთხვევაში შშმ პირებმა და მათმა წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. მისამართი: მიცკევიჩის ქუჩა 29, ტელ: 2 378 563

ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
20 აპრილი, 2018 , 17:25

„აამუშავე აგარა“ - აგარას საწარმოს თანამშრომლები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
20 აპრილი, 2018 , 16:35

#სანდოთანამგზავრის ფარგლებში კიდევ ერთი ტესტირება გაიმართება
20 აპრილი, 2018 , 16:35

სახალხო დამცველმა ბავშვის მიმართ ძალადობისა და ბულინგის ამსახველი ვიდეოს შესწავლა დაიწყო
20 აპრილი, 2018 , 16:10

მთავრობაში პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით ახალი ინიციატივა შევა
20 აპრილი, 2018 , 15:35

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი „ნტვ-პლუსის“ ავტორიზაციის შესახებ საია-ს განცხადებაზე
20 აპრილი, 2018 , 15:35