უახლესი ამბები
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
საზოგადოება


შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
2017 წლის 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მეთერთმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები. საბჭომ სხდომაზე განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე მოხსენება წარუდგინა შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე ობოლაძემ.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო შშმ პირთა რეაბილიტაციის პროგრამების კუთხით არსებულ გამოწვევებს, ადგილობრივ დონეზე ამ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების საქმიანობას, თვითმმართველი მუნიციპალიტეტების როლს და მათი ჩართულობის მნიშვნელობას შშმ პირთა უფლებების დაცვის პროცესში.
საბჭოს მოწვეულმა წევრებმა დადებითად შეაფასეს სახალხო დამცველის მიერ გასული პერიოდის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. სათათბირო ორგანოს შემდეგი სხდომა სექტემბრის თვეში გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2994 ლარი გახდა
18 იანვარი, 2021 , 17:15

18 იანვრიდან “ტელესკოლის“ გაკვეთილები განახლდა
18 იანვარი, 2021 , 17:15