უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ივლისი, 2022 11:02
font-size

ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარალელურ პროცესს იწყებს

საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად დღეიდან ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით პარალელურ პროცესს იწყებს და შეხვედრებს გამართავს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, სამუშაო ჯგუფებში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების და ინიციატივების შემუშავება მოხდება.

სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიღებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ოპოზიციური ფრაქციების და ჯგუფების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

“სამუშაო ჯგუფებში მუშაობა იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე. განსხვავებით "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ე.წ. სამუშაო კომისიებისა, ამ ჯგუფებში მოხდება ყველა საკითხის განხილვა, რომელიც ეხმიანება ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პირობის შესრულებას, ყოველგვარი წინასწარი დათქმებისა და გამორიცხვების გარეშე. სწორედ საპარლამენტო და საქმიან ფორმატში პროცესის გადაყვანას ემსახურებოდა ჩვენს მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევა, რაც გულისხმობდა ზუსტად კონკრეტულ თემატიკაზე უკვე არსებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას სესიებზე და შესაბამის კომიტეტებზე. სამწუხაროდ, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი თქვა და კანონის დარღვევით სასესიო დარბაზი დაუკეტა და დაულუქა დეპუტატებს.

ჩვენი ამოცანაა, რომ თორმეტივე პუნქტთან დაკავშირებით მოხდეს სრულფასოვანი გადაწყვეტილებების შემუშავება. ასევე, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ არასამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, როგორიცაა სამშაბათს და ოთხშაბათს დაგეგმილი ფორუმები. ხუთშაბათს ისევ ვაგრძელებთ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. დაგეგმილი გვაქვს, რომ მთელი ივლისი-აგვისტოს განმავლობაში, ინტენსიური მუშაობის შედეგად დაიდოს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო პაკეტები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკომისიის მოთხოვნებს.

ყველა ჩვენს მიერ შემუშავებული ინიციატივა, საკანონმდებლო განხილვაზე გავა საშემოდგომო სესიაზე და "ქართულ ოცნებას" მოუწევს ამ ინიციატივების განხილვა. ჩვენ, ჩვენი მხრივ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ და სხვა ინიციატივების განხილვაში საკომიტეტო მოსმენებზე და სასესიო სხდომებზე, რაც არის საპარლამენტო საქმიანობის ფორმატი, განსხვავებით მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებული არაფორმალური შეხვედრებისა, რომელსაც არც დღის წესრიგი აქვს და არც კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული" , - ნათქვამია "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი