უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 აგვისტო, 2020 14:55
font-size

შსს ბათუმის საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადახტა, განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

საქმეზე მიმდინარეობს და უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, 1993 წელს დაბადებული ფ.ჯ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით იმყოფებოდა თავის მეგობართან – შ.თ.-სთან ერთად.

გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად. კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები.
გამოძიების ინფორმაციით, შ.თ. შეეცადა მეგობრის დამშვიდებას. წესრიგის დაცვისკენ ფ.ჯ.-ს დაცვის პოლიციის და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოწოდებას, რის გამოც სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

ადგილზე მისულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფ.ჯ.-ს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მას დახმარებაც შესთავაზეს.

სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ფ.ჯ. დამშვიდდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მეოთხე სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

ამ დროისთვის, დაშავებული ფ.ჯ. იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე ბრალდებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

26 სექტემბერი, 2020 , 18:18

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, დარღვევვები გამოვლინდა

26 სექტემბერი, 2020 , 15:50

22-24 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს

პოლიციამ გურიაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

26 სექტემბერი, 2020 , 12:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ. შ., ოჯახში ძალადობის ბ

განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

25 სექტემბერი, 2020 , 17:40

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია

ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ხსნის

25 სექტემბერი, 2020 , 17:40

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების უფლებების ოფისი (ODIHR) ხსნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. „ეუთოს დემოკრატიული

ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

25 სექტემბერი, 2020 , 14:45

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. „25 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე