უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 დეკემბერი, 2016 18:15
font-size

შსს-დან გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც უწყების განვითარების ტემპს ვერ დაეწევიან - გიორგი მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაიცით, უწყებაში კადრების რესტრუქტურიზაცია დაიწყო.

როგორც მღებრიშვილმა საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, თანამდებობებს დატოვებენ ის ადამიანები, რომლებიც ვერ დაეწევიან განვითარების იმ ტემპს, რომელიც სამინისტრო მათ სთავაზობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს რესტრუქტურიზაცია დავიწყეთ, ისევე როგორც სხვა სამინისტროებში. ვნახოთ, ჯერჯერობით წინასწარ ამაზე საუბარი მე არ მინდა,მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან, თუ ასეთები იქნებიან. ასევე, ის ადამიანები გათავისუფლდებიან, რომლებიც ვერ დაეწევიან იმ განვითარების ტემპს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ უკვე წელს“,-აღნიშნა მინისტრმა.

მონიკა დავლიანიძე

ამირან გამყრელიძე - კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე

13 აპრილი, 2021 , 16:40

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო. მისივე თქმით, ყველა რეგიონში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებულია. გამყრ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13 აპრილი, 2021 , 13:34

2021 წლის 13 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღ

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი

13 აპრილი, 2021 , 12:07

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თემურ შაშიაშვილი. „გულისწყვეტით ვამბობ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განს

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

13 აპრილი, 2021 , 11:13

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა. მუსლიმებს რამადანის დაწყება მიულოცა საქართველოს მუფთმა, ადამ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116

13 აპრილი, 2021 , 10:59

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შტოპცოვ.გე-ზ

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 აპრილი, 2021 , 10:49

საქართველოში კორონავირუსის 1 374ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში