უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 ივლისი, 2020 14:55
font-size

შსს გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს და ასევე, 112- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ში ბრიფინგი გამართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ.
საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე ვასაჯაროებთ 112-ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს.

რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ:

საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის,

• გამოკითხულია 93 პირი;

• გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია

121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში 40 პირისგან – ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

• ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;

• მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;

• ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეო სათვალთვალო კამერების დაახლოებით 600 საათამდე ჩანაწერი;

• საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.

„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.

აქვე მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედია საშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი