უკან

მსოფლიო

21 დეკემბერი, 2018 15:35
font-size

შსს-ის თანამშრომელთა ხელფასის ზრდის პროცესი 2019 წლისთვისაც გაგრძელდება - გიორგი გახარია

შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, შსს-ის თანამშრომლებს ხელფასები 2019 წელსაც გაეზრდებათ. ამის შესახებ გახარიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან სამინისტროს მუშაობის ანგარიში წარუდგინა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელებისა და შსს-ის თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა 2018 წელს, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება 2019 წლისთვისაც“, - განაცხადა შს მინისტრმა.

გახარიას თქმით, თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფაში ხელფასების ზრდის გარდა კიდევ მოიაზრება რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის, ბინათმშენებლობის საკითხი.

„ხელფასების ზრდა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. ვფიქრობ, რომ აქ იქნება სოციალური კომპონენტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მაგალითები.

ბინათმშენებლობით დაწყებული, სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული, განათლებით გაგრძელებული და ა.შ. ამ მიმართულებით რესურსულად შსს იქნება სრულად მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთ მომავალზე გრძელვადიანი პერსპექტივაში, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სისტემაში იწყებენ მუშაობას“, – განაცხადა გახარიამ.

საკვანძო სიტყვები:

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი