უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 მაისი, 2018 17:50
font-size

შსს-მ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავეს.

როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულსა და ფონიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული ფ.ნ., 1976 წელს დაბადებული ი.მ., 1984 წელს დაბადებული ე.ი., 1883 წელს დაბადებული ე.ი., 1975 წელს დაბადებული ი.ც., 1991 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული რ.ა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ სამართალდამცველები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის - ჯ.ე.-ს დაკავების მიზნით, სამი თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებდნენ. ამ პერიოდში არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის შედეგადაც, პოლიციამ ჯ.ე. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი „ექსტაზის" 393 აბი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, 1980 წელის დაბადებული ვ.ვ. ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და 4 კაფსულა „მეტადონი".

მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილომდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებენ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ნარკოდანაშაულის პრევენციის, მისი დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით“, - აცხადებენ უწყებაში.

საკვანძო სიტყვები:

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 წლით და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 ნოემბერი, 2018 , 12:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული მ.ჯ. და ი.ტ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგ ვიდეოჩანაწერები ვრცელდება (ვიდეო)

19 ნოემბერი, 2018 , 11:20

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ ახალ ფარული ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი და "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლები მონაწილეობენ. ექვს ვიდეო ფაილში იმ საუბრის ცალკეული ეპიზოდებია აღბეჭდილი, რომელიც სპო

სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ

17 ნოემბერი, 2018 , 18:47

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ რ

გორში 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის ცხედარს ეძებენ

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

გორში სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ძებნას განაგრძობენ. სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

17 ნოემბერი, 2018 , 11:05

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზ

შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ შვედეთში საქართველოს საკონსულოში განაცხადეს. შვედეთში საქართველოს საკონსულოს განცხადებას საქართველოს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`