უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
სამართალი
19 მაისი, 2017 11:45
შსს-მ ევრომოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლიდან, პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას ბათუმის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და მას წოწორიას ადვოკატიც ესწრებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, სახლიდან ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
მონიკა დავლიანიძე