უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 მაისი, 2018 17:15
font-size

შსს-მ გამოწვევების საპასუხოდ სისტემური განახლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის, წარმოგიდგინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდებარე პროცესებზე ჩვენი ხედვა, დღევანდელი სტატუსი. მოგეხსენებათ, მთავრობის დამტკიცების დროს ჩვენ აბსოლუტურად ღიად და ცხადად განვაცხადეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის, როდესაც იქნება ამის საჭიროება გამოცხადდება პარლამენტში და წამოადგენს თავის ხედვას კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით ან კონცეპტუალურ თემებთან დაკავშირებით. ჩვენ ვგეგმავდით ასეთი შესაძლებლობა გამოგვეყენებინა 6 თვის თავზე, რამეთუ გვინდოდა თქვენთვის წარმოგვედგინა და გვინდა, წარმოგიდგინოთ რეფორმების გეგმა, რომელსაც ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. ეს რეფორმების სრული გეგმა გვინდა წარვუდგინოთ პოლიციის დღეს 31 მაისს პოლიციელებს და შემდგომ გეწვიოთ თქვენ, რა თქმა უნდა, თუ თქვენი მხრიდან ამის ინტერესი იქნება დადასტურებული და კიდევ უფრო დეტალურად მოგიყვეთ ის გეგმები, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის განმავლობაში.

ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მართლწესრიგი ჩვენს ქვეყანაში არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან უსაფრთხოებაზე, მართლწესრიგსა და საპოლიციო სერვისებზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ეს გასაგებია, რამეთუ ჩვენს რეგიონშიც და ქვეყანაში გამოწვევებიც გვეზრდება და გამოწვევები ხდება უფრო მრავალფეროვანი. აქედან გამომდინარე, ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროში შემუშავებული იყო სისტემური განახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას.

ეს გახლავთ სტრუქტურული რეფორმები, ეს გახლავთ შინაარსობრივი რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა. თითოეული მათგანი მოიცავს კონკრეტულ გეგმას მაგალითად, სტრუქტურული რეფორმების ძირითადი კომპონენტები ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციის რეფორმა და საზღვრის ინტეგრირებული მართვა და ადამიანის უფლებების კომპონენტის დაცვის გაძლიერება ცენტრალურ აპარატში. ყველა თითოეულ კომპონენტში მე უფრო დეტალურად მოგახსენებთ ცოტა მოგვიანებით. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, რა თქმა უნდა, აქ გამოწვევები ცოტა უფრო მძიმე გვაქვს და აქ უფრო მეტი დრო დაგვჭირდება, თუმცა აქაც აშკარად გვაქვს გამოკვეთილი ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა რაც უნდა გახდეს პრევენციის ყველაზე სერიოზული ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები რამეთუ დღეს ჩვენი პოლიცია სამწუხაროდ, ტექნოლოგიური დონით ჩამორჩება იმ საერთაშორისო აღმოსავლეთ– ევროპის ნორმებს, რომელიც აუცილებელია, რომ დანაშაულთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტიანი, რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსების მართვა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რამეთუ სისტემა გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაში და მასში მოსულ ადამიანს უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი სოციალური გარანტიები, ასევე ვერტიკალური ზრდის მკაფიო საშუალებები. რამეთუ სისტემა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღეს ქვეყანაში და მასში მოსულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ძალზედ მკაფიოდ წარმოდგენილი როგორც სოციალური გარანტიები, ასევე ვერტიკალური ზრდის მკაფიო საშუალებები, რამეთუ მან შეძლოს თავისი ცხოვრების დაგეგმვა და კარიერული ზრდა სისტემაში. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც არის კონცენტრირებული ჩვენი 2018 წლის გეგმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საკვანძო სიტყვები:

ომეგას ირგვლივ განვითარებულ სიტუაციის თაობაზე ჩვენ არაფერი არ ვიცით - ადა მარშანია

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ მისი თანაგუნდელის, ნატო ჩხეიძის მიერ ფრაქციიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამის შესახებ „რუსთავი 2“-ისგან გაიგო. ადა მარშ

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს

18 სექტემბერი, 2018 , 17:10

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს. საუბარია უწყების მიერ 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვატო მახარობლიშვილი ფი

აუდიტის სამსახურს ქუმსიშვილის მმართველობის დროს ეკონომიკის სამინისტროში დანამატების სახით გაცემული 4 მილიონი ლარის კანონიერებაში ეჭვი ეპარება

18 სექტემბერი, 2018 , 17:10

აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2017 წელს, ეკონომიკის სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში დანამატების სახით გაცემული 4 მილიონი ლარის კანონიერება საეჭვოა. დოკუმენტის მიხედვით, ერ

„ევროპული საქართველო“ ხორბლის იმპორტის საკითხზე ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს პარლამენტში იბარებს

18 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ევროპულმა საქართველომ“ ხორბლის იმპორტის საკითხზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში დაიბარა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის,

აბსოლუტურად გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის რაიმე კავშირს ამ ფაქტთან, ამ მოვლენებთან - ეკა ბესელია ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალზე

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

პოლიტიკა, ეკა ბესელია, ბიძინა ივანიშვილი, ომეგა ჯგუფი, იბერია ტვ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ბოლო ჩანაწერზე საუბრისას გამორიცხა

სასწრაფოდ გამოძიებაა ჩასატარებელი, კონკრეტულად ყოფილ მინისტრთან, სპორტის მინისტრთან მიმართებით - ზურაბ ჯაფარიძე

18 სექტემბერი, 2018 , 14:45

პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ საუბრისას განაცხადა, რომ გავრცელებულ ჩანაწერებზე სასწრაფოდაა გამოძიება ჩასატარებელი, რადგან შესაძლოა,

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`