უკან

რეგიონები

29 დეკემბერი, 2017 13:25
font-size

შსს-მ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ხ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სანადირო თოფით შეიარაღებული, ნიღბიანი ბრალდებული ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში მდებარე მაღაზიაში შეიჭრა და სავაჭრო ობიექტის მფლობელს იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა. შეშინებულმა ქალბატონმა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა, რის გამოც ნ.ხ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ერთლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საკვანძო სიტყვები:

სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანეს

20 სექტემბერი, 2020 , 13:15

სამტრედიაში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერი დააზიანეს. ინფორმაციას პარტიის რაიონული ორგანიზაცია ავრცელებს და აცხადებენ, რომ ბანერი საღებავით არის დასვრილი. ოპო

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცენტრი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ

ქედის რამოდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

19 სექტემბერი, 2020 , 15:40

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულია მდინარეები, წაღებულია ხიდები და დატბორილია საცხოვრებელი სახლები. ამ დრომდე გარესამყაროსთან მოწყვეტილია რამდენიმე ოჯახი.

ლიბერთი ბანკს თაღლითობაში ადანაშაულებენ

19 სექტემბერი, 2020 , 15:40

ოზურგეთში ლიბერთი ბანკის ფილიალთან ხმაური იყო. მოქალაქეები ბანკს თაღლითობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, რამდენიმე დღეა დაფარეს სალომბარდე დავალიანება 50 000 ლარის ოდენობით, დაწესებულება კი ბანკის სალომბარდე განყოფი

ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

19 სექტემბერი, 2020 , 12:05

ატენის ხეობაში, მთის კლდოვან ნაწილში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაიწვა ორ ჰექტარ ფართობზე არსებული ეკალბარდი, ბალახი და ბუჩქნარი. მათივე ინფორმაციით, რთული რე

საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული

18 სექტემბერი, 2020 , 14:20

17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 58 %-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ქართული თხი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.