უახლესი ამბები
- 27.01.2021 19:45ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
- 27.01.2021 17:40პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს - არჩილ თალაკვაძე
- 27.01.2021 17:40ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტრო
- 27.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა
- 27.01.2021 17:20ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
- 27.01.2021 17:20თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
- 27.01.2021 16:35ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არა - ირაკლი ზარქუა
- 27.01.2021 16:35თუ ასე გაგრძელდა, მერე ვნახოთ, როგორ ჩავერევით - მეუფე იაკობი
- 27.01.2021 16:35იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში პარლამენტს მეორე ოპოზიციური პარტია შემოუერთდება - არჩილ თალაკვაძე
- 27.01.2021 16:3521:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვის შეცვლა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი - მაია ცქიტიშვილი
არქივი
სამართალი


შსს-მ კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1978 წელს დაბადებული დ. ფ., 1987 წელს დაბადებული ვ. კ., 1970 წელს დაბადებული კ. დ. დააკავეს.
შსს–ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ათეულობით მოქალაქის პირად და საბანკო მონაცემებს მოტყუებით დაეუფლნენ. ისინი, აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, ინტერნეტ ბანკში მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე არსებულ თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ, ასევე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოქალაქეთა სახელით სესხს იღებდნენ და ამ თანხებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ.
სულ, ჯამში, მოქალაქეთა კუთვნილი ანგარიშებიდან მითვისებულია 3362 ლარი, ხოლი სესხის სახით გამოტანილია 40 770 ლარი.
სამართალდამცველებმა, დ.ფ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული 19 სიმ-ბარათი და სიმ ბარათის მოსათავსებელი პლასტიკური ბარათი, 1 პორტატიული კომპიუტერი, ინტერნეტმოდემი, 2 მობილური ტელეფონი და ჩანაწერებიანი ბლოკნოტი ამოიღეს.
პოლიციამ, დ.ფ.-ს პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული 2 მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ-ბარათები ამოიღო. ვ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია ასევე დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ერთი მობილური ტელეფონი და 2 სიმ-ბარათი.
ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის, ქურდობის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
საკვანძო სიტყვები:

ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
27 იანვარი, 2021 , 15:25

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 131 ფაქტი გამოავლინა
27 იანვარი, 2021 , 12:00

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 17:22

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
26 იანვარი, 2021 , 14:10

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 368 ფაქტი გამოავლინა
26 იანვარი, 2021 , 11:45

ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 11:00