უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 ნოემბერი, 2018 13:35
font-size

შსს-მ მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ა. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.ს. დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის მინა ჩაამტვრიეს და იარაღის მუქარით ხელჩანთა გაიტაცეს, სადაც, დაახლოებით, 80 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები იდო.

სამართალდამცველებმა გატაცებული სამკაულებისგან გადამდნარი ოქრო და ძვირფასი თვლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

ფერმერ ალექსანდრე კოპაძეს 150 ნერგი უსასყიდლოდ გადაეცა

26 მარტი, 2019 , 11:05

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ადგილობრივ ფერმერს, ალექსანდრე კოპაძეს 150-მდ

ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა

23 მარტი, 2019 , 13:40

ბათუმის მერიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ქალაქ ბათუმის მერს ლა

ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ

23 მარტი, 2019 , 13:40

აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ. The Times-ის, National Geographic-ის, ასევე პოპულარული სამოგზაურო და სამთო ტურისტული ჟურნალების Snow-Forecast.

ფაროსანასთან ბრძოლისას ფუტკრის დაცვის ღონისძიებები მეფუტკრეების ჩართულობით განხორციელდება

23 მარტი, 2019 , 12:50

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში ფუტკრის მოვლისა და დაცვის საკითხები განიხილეს აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მეფუტკრე ფერმერებთან გამართულ შეხვე

ლენტეხში მთავრობის წარმომადგენლები საჯარო განხილვის ჩასატარებლად არ შეუშვეს

22 მარტი, 2019 , 14:22

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაანონსებულ შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ „რუსთვი2“ იტყობინება. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინის

ბათუმი ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლებს

22 მარტი, 2019 , 13:14

31 მარტს, ბათუმი ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლებს. ფესტივალის მიზანია ბიზნესპრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგის, კულინარიის შესწავლისა და ანალიზის საშუალე