უკან

სამართალი

11 ოქტომბერი, 2018 11:50
font-size

შსს-მ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის, ეკა გაგუას და ოპერატორის, ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, ორი პირი: 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე და 126-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე ფაქტების გამო მომჩივნების არაადამიანური მოპყრობის აკრძალვისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

21 იანვარი, 2019 , 17:41

სტრასბურგის სასამართლომ ორი ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ საქმეზე – „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ წამების აკრძალვის, ხოლო საქმეზე – „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ&l

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურების განხილვა არ მოხდეს

21 იანვარი, 2019 , 17:09

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. „საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართვე

ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები განახლდა

21 იანვარი, 2019 , 12:59

ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს. პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო მო

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

20 იანვარი, 2019 , 16:15

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. საქალაქო სასამა

პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

20 იანვარი, 2019 , 13:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1997 წელს დაბად

სალომე ზურაბიშვილის 67 ათასი ლარით აჯარიმებენ

20 იანვარი, 2019 , 13:35

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს. უწყებაში მიიჩნიათ, რომ ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიისას უკანონო შემოწირულობა არაერთგზის მიიღო, რის გამოც ის 67 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს. აუდიტის სამსახური სა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`