უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 თებერვალი, 2020 15:20
font-size

შსს მოძალადეთა მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს - ნინო ცაციაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა მიმდინარე წლის პრიორიტეტს წარმოადგენს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას აგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციისადმი მიმართვიანობა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

„2019 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6 000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2018 წელს გამოძიება დაიწყო 5 621 შემთხვევაზე. 2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4 564 პირს. უმეტესი მათგანის მიმართ გამოყენებულ იქნა დაკავების ღონისძიება. 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 955 პირის მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევისა და პოლიციისადმი მიმართვიანობის გაზრდის მიუხედავად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც არ თანამშრომლობენ პოლიციასთან, რაც მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგებს. მსხვერპლის ეფექტიანი დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის კიდევ უფრო გააქტიურება. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, რათა პოლიციას ჰქონდეს თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის რეალური შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე ბრალდებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

26 სექტემბერი, 2020 , 18:18

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, დარღვევვები გამოვლინდა

26 სექტემბერი, 2020 , 15:50

22-24 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს

პოლიციამ გურიაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

26 სექტემბერი, 2020 , 12:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ. შ., ოჯახში ძალადობის ბ

განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

25 სექტემბერი, 2020 , 17:40

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია

ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ხსნის

25 სექტემბერი, 2020 , 17:40

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების უფლებების ოფისი (ODIHR) ხსნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. „ეუთოს დემოკრატიული

ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

25 სექტემბერი, 2020 , 14:45

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. „25 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე