უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 ივნისი, 2018 16:55
font-size

შსს რა დასკვნასაც დადებს, მაინც პროკურატურამ უნდა განიხილოს და რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, ვეღარ ვხვდები - ზაზა სარალიძე

შსს-ში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა.

სარალიძის თქმით, მან ყველა იმ დეტალზე ისაუბრა, რაც იცის, ხოლო თუ რამე გაახსენდება, აცუილებლად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიებას.

„ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველა დეტალზე, მაგრამ თუ კიდევ გამახსენდა რამე ისეთი დეტალი, რომელზეც არ გვისაუბრია, მოვბრუნდები ისევ უკან და მაქსიმალურად მივაწვდი ინფორმაციას. სისხლიან ტანსაცმელზე წინა გამოკითხვაზე ვისაუბრე. დღეს ასევე გვქონდა საუბარი ფარდულთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, გამოფრქვეული სისხლის მიმართულებებითაც, რომელიც არ იყო აღწერილი ექსპერტიზაში, ანუ ფაქტობრივად, განადგურებულია. ამას ხელახლა ვერავინ დაადგენს", - უთხრა სარალიძემ ჟურნალისტებს.

სარალიძის თქმით, საკითხავია, რა აზრი აქვს შსს-ის გამოძიებას, თუკი მათ მიერ მოზადებულ დასკვნას ისევ პროკურატურამ უნდა განიხილოს.

„პასუხებს ჯერ ვერაფერზე მცემენ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დაკითხვის პროცესი. სასამართლო ჩვენებებიც არ არის გადმოგზავნილი ჯერ ამათთან. ჯერ რაზე უნდა იმსჯელონ, ისიც არ ვიცი. მხოლოდ და მხოლოდ წინასაგამოძიებო ჩვენები აქვთ. სასმართლო პროცესის ჩვენებები არ აქვთ. ჯერჯერობით ფაქტია, რომ პროკურატურის ხაზს მიჰყვებიან, მაგრამ მინდა აღვნიშნო, ყველაზე მეტი უბედურება ის არის, რომ ესენი რა დასკვნასაც დადებენ, მაინც პროკურატურამ უნდა განიხილოს და რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, ვეღარ ვხვდები“, - განაცხადა სარალიძემ.

საკვანძო სიტყვები:

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი