უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
არქივი
საზოგადოება
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მუშაობის ექვსთვიანი ანგარიში წარადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 6-თვიანი ანგარიში ონლაინ შეხვედრაზე წარუდგინა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა გახსნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს დეპარტამენტის მიერ 2020 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული აქტივობები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ტრეფიკინგი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საანგარიშო პერიოდში, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს შექმნის ფაქტზე და აღნიშნული დანაყოფის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე.
პრეზენტაციის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და ხაზი გაუსვეს მისი გაძლიერების მნიშვნელობას“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, ღონისძიების დასასრულს, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმების შესახებ, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა. დისკუსიის ფარგლებში, ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ და პასუხები მიეღოთ.
„დეპარტამენტი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას და თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც გამოძიების ხარისხის გაზრდის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით“, – აცხადებენ შსს-ში.