უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 ოქტომბერი, 2020 15:30
font-size

შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ იყოს დაკავებული - გიორგი გახარია

მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავ სისტემას სრულად აქვს უმთავრესი ამოცანა დღეს, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვთ მათ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების აღქმაში უდანაშაულობისა და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების შემდგომი გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც შსს მუშაობს და უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

`ქამრების შემოჭერა`, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა - სერგი კაპანაძე

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს.

არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება - ზაალ უდუმაშვილი

26 ნოემბერი, 2020 , 17:45

არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და პარტიების დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერიმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „არანაირ კავშირში

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების - ზურაბ ჯაფარიძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ჯაფარიძე პარტიების ცესკ

მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი - ნათია თურნავა

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს. თურნავას თქმით, მთავრობის სურვ

ჩემი გადადგომის საკითხი არც კი განხილულა - ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნულით ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ. „თანამდებობის დატოვებას არ ვა

ადამიანების ჰოსპიტალიზაცია გართულებულია, საწოლები გადავსებულია - მაია ბუწაშვილი

23 ნოემბერი, 2020 , 17:20

სამწუხაროდ, ყველა რეკორდი მოვხსენით, გაზაფხულზე ამას არავინ ელოდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა დღევანდელ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. „სტატისტიკა მართლაც