უკან

სამართალი

1 თებერვალი, 2017 14:50
font-size

შსს-ს ელექტრონული დაკვირვებისა და სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, ქრისტიან დანიელსონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „მეტი მეტისთვის“ ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეძენილი აღჭურვილობის გადმოცემის საკითხები განიხილეს და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია გაიმართა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული დაკვირვებისა და სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.

ღონისძიებას ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელები, შსს-ს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„დასავლური ღირებულებები, დასავლური სტანდარტებისკენ სწრაფვა - ჩვენი არჩევანია. საქართველოს მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერების მიმართულებით. ამ პროცესში ევროკავშირი და პარტნიორი ორგანიზაციები ჩვენს
ქვეყანას მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ. აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ჩართული დანაყოფებისთვის არაერთი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარების პროგრამა განხორციელდა.

სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია დღევანდელი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული დაკვირვების სისტემებისა და სამგზავრო დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების დანადგარების გადმოცემას“ - განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერა ევროკავშირის მიერ გადმოცემული აღჭურვილობა: ერთობლივი მართვის სიმულაციური ცენტრი, რადიოკომუნიკაციის სისტემები, სათვალთვალო კამერები და დოკუმენტების ინსპექტირების აპარატურა. პროგრამის -„მეტი მეტისთვის“ ფარგლებში, პროექტის ტექნიკურ უზრუნველყოფას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განახორციელებს.

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და არარეგულარული მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას.

სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების უახლესი აპარატურა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 10 სასაზღვრო გამტარ პუნქტში განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს შს სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობებს, უზრუნველყონ დოკუმენტების სიღრმისეული ექსპერტიზა და მოახდინონ ყალბი დოკუმენტების დროული გამოვლენა.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი