უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 აპრილი, 2017 11:40
font-size

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბერკანტ დ., რომელიც პირადად და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ყალბი პასპორტების გამოყენებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.

თანხის გადახდის შემდგომ, დანაშაულებრივი დაჯგუფის წევრები აღნიშნულ პირებს სხვა სახელითა და გვარით ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ, შემდეგ ისინი საქართველოში ჩამოჰყავდათ და სხვადასხვა საპასპორტო მონაცემით (ნამდვილით და ყალბით) შეუძენდნენ ავიაბილეთებს, ერთდროულად, როგორც თურქეთის (სადაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ), ასევე, ევროპის რომელიმე ქვეყნის მიმართულებით.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები საქართველოში ჩამოსულ პირებს დანიშნულ დროს, აეროპორტში მისვლამდე ყალბ პასპორტებს გადასცემდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის მოქალაქეები რეგისტრაციას თურქეთისა და ევროპის მიმართულების ავიარეისებზე პარალელურად გადიოდნენ. საზღვრის გადაკვეთამდე, აეროპორტის საპირფარეშოში, ბერკანტ დ. ევროპის მიმართულებით აღებულ ჩასხდომის ბარათსა და ყალბ პასპორტზე საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველ ყალბ თარიღ-დამღას სვამდა. ამის შემდგომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე აღნიშნული პირები მესაზღვრე-კონტროლიორს ნამდვილ, ირანულ პასპორტებსა და თურქეთის მიმართულებით ჩასხდომის ბარათს წარუდგენდნენ, საზღვრის კვეთის შემდგომ კი უკვე ყალბი პასპორტითა და ევროპის მიმართულებით აღებული ჩასხდომის ბარათით, რომელზეც საზღვრის კვეთის ყალბი თარიღ-დამღა იყო დასმული, ევროპის ქვეყნების მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.

დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ევროპის მიმართულებით მიმავალი ავიარეისი დროში მცირედით წინ უსწრებდა თურქეთის მიმართულებით მიმავალ რეისს, რის გამოც, მგზავრის დაკლების შემდგომ, ავიაკომპანია მათ მოძიებას ვეღარ ახერხებდა.

დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის შემდგომ, მიმდინარე წლის აპრილში შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი მოქალაქის მცდელობა, თურქეთის ნაცვლად, ევროპაში ყალბი პასპორტით გამგზავრებულიყო, ადგილზე აღკვეთა.

შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების ამ ეტაპზე დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბერკანტ დ., საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყალბი ბეჭდისა და დოკუმენტების დამზადება, შენახვა, გასაღების ბრალდებით დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველი ყალბი თარიღ-დამღა და სხვადასხვა ქვეყნის ყალბი პასპორტები. ამავე მუხლის ბრალდებით დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელმაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ასევე გამოავლინა თბილისში მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ზემოხსენებული დანაშულებრივი სქემით უნდა ესარგებლათ.

დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი