უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 აგვისტო, 2017 17:01
font-size

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში ბათუმში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. კამპანიის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „ზებრა“-გადასასვლელთან სიმბოლური აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

„ზებრა“–გადასასვლელთან დაიდგა ფორტეპიანო, რომელზეც განთავსებული იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სტიკერები და წარწერები: „ისარგებლე „ზებრა“-გადასასვლელით“ და „გზა დაუთმე ქვეითს“. აქციის იდეის თანახმად, ფორტეპიანო და მისი კლავიატურა სიმბოლურად „ზებრა“- გადასასვლელს ასახავდა.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის განმავლობაში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ამ ფორმით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩართვა.

აქციას ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის და რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები, ასევე, გამვლელები შემოუერთდნენ და სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები შეასრულეს.

აქცია-პერფორმანსის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება, რომ ქვეითებმა ისარგებლონ „ზებრა“-გადასასვლელით, ხოლო მძღოლებმა
- გზა დაუთმონ ქვეითებს.

ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პროგრამა მოიცავს სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. ამავე პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, დაინერგა მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება, ასევე, გამკაცრდა ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის და საგზაო უსაფრთხოების წესები.

სტიქიის ზონაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს

22 აგვისტო, 2017 , 09:03

სტიქიის ზონაში, სოფელ დაბაში, ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელების ორი კერა რჩება. ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული

საქართველოს ხანძართან ბრძოლაში აზერბაიჯანი და თურქეთი დაეხმარებიან -გიორგი კვირიკაშვილი

21 აგვისტო, 2017 , 23:45

საქართველოს ხანძართან ბრძოლაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დახმარება ექნება, ტექნიკა მუშაობას დილიდან დაიწყებს - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონაში პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.  მისი თქმით

კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 5 კმ-იანი გზა კეთდება

21 აგვისტო, 2017 , 12:30

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა. მინისტრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაათავლიერა

აჭარის ფერები უკვე ინსტაგრამზეა

21 აგვისტო, 2017 , 12:30

აჭარის ულამაზესი ვიდეორგოლის „Collors of Ajara” შესახებ ინსტაგრამზე აქტიური კამპანია მიმდინარეობს. გვერდზე რეგიონი 30 სხვადასხვა ელფერითაა ნაჩვენები. ფოტოები ფერთა გრადაციით იცვლება და იმ გამოცდილებას აღწერს,

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის კერების ჩაქრობა დილიდან განახლდა

21 აგვისტო, 2017 , 09:10

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ ცეცხლის კერებია. ვერტმფრენმა დილის 6 საათზე განაახლა მუშაობა და მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. მთელი ღამის განმავლო

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

16 აგვისტო, 2017 , 16:49

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ნოტარიატის რეფორმის შედეგად დანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს იგი ცაგერისა და ვანის მუნიციპალიტეტებში დანიშნულ ნოტარიუსებს ეწვია და მათ