უკან

სამართალი

7 ივნისი, 2022 21:24
font-size

სასამართლო ბიზნესმენი თეიმურაზ ჭიჭინაძესა და პარლამენტარ შოთა ხაბარელის ოჯახს შორის ქონების წართმევის საქმეზე სხდომას განაახლებს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

2022 წლის 8 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ბიზნესმენ თეიმურაზ ჭიჭინაძის სარჩელის განხილვას განაახლებს. დავის საგანს საქართველოს პარლამენტის წევრ შოთა ხაბარელის ოჯახისთვის უძრავი ქონების კანონსაწინააღმდეგოდ დაუფლების გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც სასამართლოში თეიმურაზ ჭიჭინაძის ინტერესებს წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჭიჭინაძის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თეიმურაზ ჭიჭინაძის ოჯახი, 2019 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირებში საკუთრების უფლებით ფლობდა 506.43 კვ.მ. მიწის ფართობს. აღნიშნული დადასტურებულია 2000 წლის 16 მაისის მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობით. ამასთან, დადგენილია, რომ თეიმურაზ ჭიჭინაძის მიწის ნაკვეთს ესაზღვრება საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა ხაბარელის ოჯახის, კერძოდ, შვილის - მამუკა ხაბარელის საკუთრება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის მასალებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მამუკა ხაბარელმა, რომელიც ამჟამად ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეიზდენტია, სხვადასხვა შესაძლებლობების გამოყენებით, ფარული და შეთანხმებული მოქმედებების შედეგად, არამართლზომიერად და უკანონოდ დაეუფლა თეიმურაზ ჭიჭინაძის 506.43 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთს, რომელიც 2000 წლის 16 მაისის მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობით და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, როგორც დაუზუსტებელი ფართი, კანონიერად ეკუთვნოდა ბიზნესმენის ოჯახს. კერძიდ, მამუკა ხაბარელი, 2021 წლის 18 მარტს, განცხადებით მიმართავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგენს თვითმმართველობის ოქმსა და 2012 წლის თარიღით აზომვით ნახაზს და ახდენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კვ.მ დაზუსტებას. კერძოდ, ახალი ამონაწერით უკვე დგინდება, რომ მამუკა ხაბარელი ფლობს დაზუსტებულ ფართს: 1787.00 კვ.მ და საკუთრებას ენიჭება ახალი საკადასტრო კოდი: 71.56.23.857, რომელშიც უკვე გადასულია თეიმურაზ ჭიჭინაძის კუთვნილი 506.43 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მამუკა ხაბარელის ქმედებათა შედეგად, თეიმურაზ ჭიჭინაძეს მიადგა მატერიალური ზიანი, ხოლო ზიანის წარმოქმნის შესახებ მხარემ შეიტყო 2020 წლის 28 ოქტომბერს, რა დროსაც, მას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ეცნობა, რომ ადგილი ჰქონდა ზედდებას.

ვინაიდან თეიმურაზ ჭიჭინაძე სადავოდ ხდის 506.43 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის ნების საწინააღმდეგოს მისაკუთრების ფაქტს, შეუძლებელია აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა, რადგანაც მამუკა ხაბარელმა დასახელებულ უძრავ ნივთში გამართა კომუნიკაციები, ეწევა სამეურნეო საქმიანობას და დგას შენობა-ნაგებობები. შესაბამისად, თეიმურაზ ჭიჭინაძე ხაბარელების ოჯახისგან მოითხოვს ზიანის სახით 7090,02 აშშ დოლარის გადახდას, რაც გამომდინარეობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნიდან და სარჩელის აღძვრის მომენტისთვის შეადგენდა 21,955 ლარს.

ცნობისთვის: სარჩელი სასამართლოში 2021 წლის 8 დეკემბერს იქნა წარდგენილი. საქმეს მოსამართლე: თეონა ეპიტაშვილი განიხილავს. სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი