უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 იანვარი, 2024 14:34
font-size

რატომ უწყობს პროკურატურა ხელს ხალხის ხარჯზე 25 ელიტური კორუმპირებული ოჯახის კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას - პარტია `საქართველოსთვის`

პარტია "საქართველოსთვის" "ოცნებას" მოუწოდებს, რომ პარლამენტში მოიწვიოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და მისი მონაწილეობით განიხილოს ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე, კორუფციონერთა დაკავებაზე და ბრალდებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყების - პროკურატურის საქმიანობის ანგარიში.

პარტიის თქმით, პოლიტიკური კორუფციის ფაქტებზე მათ პროკურატურაში განცხადებები შეიტანეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. მათი თქმით, "ოცნების კორუმპირებულები" და "ოცნებასთან" დაახლოებული 25 ელიტური ოჯახი აგრძელებს ბიუჯეტიდან ხალხის ფულის მოპარვას.

"პოლიტიკური კორუფციის ფაქტებზე ჩვენი გუნდის მიერ თვეების განმავლობაში პროკურატურაში არაერთი განცხადების შეტანამ შედეგი არ მოიტანა. ოცნების კორუმპირებულები და ოცნებასთან დაახლოებული 25 ელიტური ოჯახი აგრძელებს ბიუჯეტიდან ხალხის ფულის მოპარვას - ნაწილი სახლში მიაქვთ, ნაწილი - პარტიის სალაროში. ხალხი ღარიბდება, ცხოვრების პირობები უარესდება, ელიტები კი კიდევ უფრო მდიდრდებიან.

ამ ფონზე, პარლამენტი არღვევს კანონს და არ ახორციელებს პროკურატურაზე ზედამხედველობას - პარლამენტს წლებია არ განუხილავს პროკურატურის საქმიანობის ანგარიში და არ დაინტერესებულა როგორ ებრძვის კორუფციას პროკურატურა.

ფორმალურია საპროკურორო საბჭოს სხდომებიც და ფიქტიურია პარლამენტის წარმომადგენლობა საბჭოში - საბჭოზე არ ისმის კრიტიკული ხმა პროკურატურის იმ გამოწვევებზე, რასაც პირდაპირ გავლენა აქვს მოქალაქეთა უფლებებზე. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები საბჭოს სხდომას ან არ ესწრებიან, ან კითხვებს არ სვამენ. საბჭოსადმი პარლამენტის არასერიოზული დამოკიდებულება კარგად გამოვლინდა ოცნების მხარდაჭერით ოპოზიციის წარმომადგენლის არჩევისას.

პროკურატურის ფუნქციაა ხალხის დაცვა კრიმინალისგან და არა კორუმპირებული ელიტებისთვის ხალხის ფულის მოსაპარად კომფორტული პირობების შექმნა და მათი დაცვა სასჯელისგან. მოქმედი გენერალური პროკურორის არჩევიდან 4 წელი გავიდა. 4 წლიანი დუმილის შემდეგ მაინც, ხალხს უფლება აქვს, მის მიერ არჩეული პარლამენტის მეშვეობით, გენერალურ პროკურორს დაუსვას კითხვები და გაიგოს რატომ არის დღეს პროკურატურა უმოქმედო სისტემური ელიტური კორუფციის ფაქტებზე? რატომ უწყობს პროკურატურა ხელს ხალხის ხარჯზე 25 ელიტური კორუმპირებული ოჯახის კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას?

პროკურატურის დამოუკიდებლობისადმი არსებული ლეგიტიმური კითხვების ფონზე (რაც დეტალურად აისახა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში), გენერალური პროკურორის მიერ საზოგადოებისთვის ხედვის წარდგენა, მათ შორის რეფორმებზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებისდმი პროკურატურის ანგარიშვალდებულების, ქვეყანაში წესრიგისა და მოქალაქეთა დაცულობის უზრუნველყოფისთვის.

მოვუწოდებთ ოცნებას, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე, დაუყოვნებლივ დანიშნოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გენერალური პროკურორის მონაწილეობით. ეს მათთვის მითუმეტეს არ უნდა იყოს პრობლემა, როცა ოცნების საპატიო თავმჯდომარემ აღიარა კორუფციული რისკების მატება.

მოვუწოდებთ გენერალურ პროკურორს, შეასრულოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ფუნქცია - მოითხოვოს და პირადად წარსდგეს ანგარიშით პარლამენტის წინაშე. იმედს გამოვთქვამთ, რომ კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე პასუხისმგებელი მთავარი სახელმწიფო უწყება კითხვებს არ გაექცევა," - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი