უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 სექტემბერი, 2019 15:45
font-size

კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა 25.34 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ლარიზაციის კოეფიციენტი კი, შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი სექტემბერსთვის 25.34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 344.90 მლნ ლარით, ანუ 1.38 პროცენტით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.58 პროცენტი მეტი).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 142.50 მლნ ლარით, ანუ 1.36 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.54 პროცენტით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 202.40 მლნ ლარით, ანუ 1.39 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.60 პროცეტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბერსთვის 36.42 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.30 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.37 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.25 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.45 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.89 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 84.91 პროცენტზე, ხოლო ევროს წილი 13.51 პროცენტზე დაფიქსირდა.

საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 38.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

3 დეკემბერი, 2021 , 14:35

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის მესამე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.5 პროცენტით გაიზარდა და 40.5 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით,

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 ნოემბერი, 2021 , 13:19

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვ

ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის - ეს უპრეცენდენტო ზრდაა არა თუ რეგიონში, მთელს ევროპაში - ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი, 2021 , 14:02

ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცადა. პრემიერის თქმით, ეს უპრეცენდენტო ზრდაა არა თუ რეგიონში, არამედ მთელს ევროპა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

25 ნოემბერი, 2021 , 15:55

საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, ვაქცინაციის პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზ

2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი - ირაკლი ღარიბაშვილი

22 ნოემბერი, 2021 , 12:58

2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა,

101 მლნ ევროს სესხი საქართველოში შემოსავლის გაზრდას და რეგიონულ განვითარებას დაეხმარება -აზიის განვითარების ბანკი

11 ნოემბერი, 2021 , 10:11

აზიის განვითარების ბანკის 101 მლნ ევროს სესხი საქართველოში შემოსავლის გაზრდას და რეგიონულ განვითარებას დაეხმარება. როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზიის განვითარების ბანკის მიერ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი