უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 სექტემბერი, 2019 14:10
font-size

გამბედაობა არ მაკლია და არც ეკა ბესელიას ჩამოვუვარდები ძალითა და გამბედაობით - თამარ ჩუგოშვილი

მე არც გამბედაობა მაკლია და არც ეკა ბესელიას ჩამოვუვარდები, არც ძალით და არც გამბედაობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ჩუგოშვილი იმ შეხვედრაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაიმართა და რომელსაც ის, ეკა ბესელია და ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.

„სასამართლოების თემაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა. რამდენიმე შეხვედრა იყო, რომელსაც უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ერთ-ერთ შეხვედრას მე და ეკა ბესელია ერთად ვესწრებოდით. ყველა შეხვედრა იმას ეხებოდა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ათკაციანი სია გამოაგზავნა. მე და ჩემი კოლეგები ამ სიას ვეწინააღმდეგებოდით.

ჩემი პოზიცია სიასთან დაკავშირებით იყო და რჩება შემდეგი, რომ მოსამართლეების დანიშვნა იმ ფორმით და იმ სახით, როგორც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოინდომა დეკემბერში, არასწორი, მიუღებელი იყო, ამას საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერდა და ეს ასეც მოხდა.

პარლამენტს იმ სიის განხილვა არ დაუწყია, რადგან შევთანხმდით, რომ ჯერ კანონი პარლამენტს უნდა მიეღო, ხანგრძლივი, რთული პროცესი უნდა ყოფილიყო კანდიდატების დანიშვნა.

ჩემს მიმართ კონკრეტულად ვინმეს ხმის მიცემაზე არავითარი საუბარი არ ყოფილა. მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი როგორ უნდა გაგრძელებულიყო იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს მიერ წარმოდგენილმა სიამ დიდი პროტესტი გამოიწვია დეპუტატებშიც და საზოგადოებაშიც.

შეხვედრაზე საუბარი სხვა საკითხებზეც იყო, რაც არის ორი ადამიანის დახურული შეხვედრა, სხვა დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. თუ საჭიროდ ჩათვლიან, საუბარი ორივეს შეუძლია, არც ერთს არ აქვს მედიასთან ურთიერთობის პრობლემა და შეუძლიათ, დანარჩენ დეტალებზე ისაუბრონ.

საზოგადოებას, მათ შორის ჩემს შვილს, უვადოდ უნდა დავუნიშნო რამდენიმე მოსამართლე და ჩემთვის ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, ყველა დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო და გადაწყვეტილება ისე მიგვეღო. გვცოდნოდა, მხარს ვის ვუჭერთ, ვინ იმსახურებს მხარდაჭერას და ვინ – არა. ჩემთვის ამოცანა ეს არის, დანარჩენი პოლიტიკურ კონკურენციაში ვინ როგორ შედის, ვინ რა პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაშია ერთმანეთთან, ჩემი საქმე არ არის. მთავარია, პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიდის და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, გასაუბრებას, ვინ როგორ გაუმკლავდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, ეკა ბესელიას განცხადებით, შეხვედრას, რომელსაც თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა, ბიძინა ივანიშვილმა მას უზენაესი სასამართლოს მოსართლეობის 5 კანდიდატის მხარდაჭერა და "გაყვანა" მოსთხოვა, მათ შორის იყო მიხეილ ჩინჩალაძე.

სააკაშვილმა ბოდვებს თავი დაანებოს, სტრასბურგში გაიმართლოს თავი - ალეკო ელისაშვილი

30 ნოემბერი, 2021 , 15:05

ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტიო – აბსურდია, მახნოს და ბოლშევიკების დრო ხომ არ არის, ტროცკივით რომ გაიძახის გამომიხსენი ციხიდანო. სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ მართლა ჩალით დახურული ჰგონია ქვეყანა,

სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა – ადვოკატი

29 ნოემბერი, 2021 , 18:02

სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა, – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ გააკეთა. "დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა ეს

მიხეილ სააკაშვილი სულ მცირე ორშაბათამდე მკურნალობას არ შეწყვეტს - ადვოკატი

26 ნოემბერი, 2021 , 16:00

მიხეილ სააკაშვილი არ შეწყვეტს მკურნალობას სულ მცირე ორშაბათამდე. ხოლო ორშაბათს ვნახავთ, რა მოხდება და ბუნებრივია, მას პროტესტის უფლებას ვერავინ წაართმევს, - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე. „ის გადაადგილდება, თუმც

იმის შიშით, რომ მერების არჩევნების დანიშვნა თავიდან არ მოუწიოთ, სასწრაფოდ ამტკიცებენ ბიუჯეტს - ზაალ უდუმაშვილი

26 ნოემბერი, 2021 , 15:11

"იმის შიშით, რომ ბიუჯეტი არ ჩავარდეს და შემდგომ დღის წესრიგში არ დადგეს მერების არჩევნების თავიდან დანიშვნის საკითხი, ამის შიშით სასწრაფოდ ამტკიცებენ ბიუჯეტს იმ ქალაქებში, სადაც უმრავლესობა აქვთ დაკარგული. ეს არის პირდაპ

ქვეყნის სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება - ლევან დავითაშვილი

26 ნოემბერი, 2021 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდის მიუხედავად, ხორბლის მარაგი დადგენილი საერთაშორისო ნორმის ფარგლებშია. „სასურსათო მარაგებს სა

ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ სააკაშვილმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა – ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი, 2021 , 14:47

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომაროება დღეს გაცილებით გაუმჯობესებულია და ვერ ხედავს ვერანაირ საჭიროებას, რომ მან უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა. „პაციენტი დღ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი