უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
შსს–მ ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტის მონაწილე დააკავა 17.08.2012 19:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონულმა სამმართველომ ზურაბ კვირკველია დააკავა. კვირკველიამ 15 აგვისტოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო „ინფო9“–ის ლანჩხუთის ბიუროს ოპერატორ დავით ჩავლეიშვილს.

მომხდართან დაკავშირებით საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166ე მუხლით აღიძრა. სასამართლომ კვირკველიას 20- დღით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წინ გაჩერებული სამარშრუტო ტაქსის მგზავრების გადაღებისას, გადამღები ჯგუფის მიერ დასმულმა შეკითხვებმა ზურაბ კვირკველიას გაღიზიანება გამოიწვია. მან ჯერ ჟურნალისტს დაუყვირა, ხოლო შემდეგ გადაღების შეწყვეტის მიზნით კამერას ხელი დაარტყა. აღნიშნული ქმედების გამო „ინფო9“–ის ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს სახის არეში მიადგა დაზიანება. მოგვიანებით ოპერატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე დაზიანდა სააგენტოს კუთვნილი აპარატურა.