უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
შსს–მ სამტრედიაში კახა კალაძის შტაბის წევრები დააკავა 20.08.2012 13:14

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამტრედიის რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი დააკავეს.

18 წლის სერგო კიღურაძე და მისი ბიძაშვილი თემურ კიღურაძე ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით არიან დაპატიმრებული. სასამართლომ მათ 80- დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

სერგო და თემურ კიღურაძეები პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის კახა კალაძის შტაბის წევრები არიან.

შს სამინისტროს ცნობით, სერგო კიღურაძემ დაბა კულაშის საუბნო საარჩევნო კომისიის კოორდინატორს დავით კუხალაშვილს პოლიტიკური პარტიის ლოგოტიპებიანი მაისური შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სერგო კიღურაძის დაკავების დროს, პოლიციელს ფორმა შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სერგო კიღურაძის ბიძაშვილმა თემურ კიღურაძემ.