უკან
რეგიონები
23 აგვისტო, 2019 11:30
შტორმის გამო შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა აკრძალულია
აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წითელი ალმებია აღმართული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
როგორც უწყებაში ამბობენ, ამ დროისათვის, ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი.
აჭარის მთელ სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.