უკან

ეკონომიკა

24 ივნისი, 2017 17:40
font-size

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ინდოეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის „TATA POWER“–ის აღმასრულებელი დირექტორი და კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანილ სარდანა, „Clean Energy Invest”-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანდზეგი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენი და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, პრაშანტ ჯოში საქართველოს ენერგოსექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის, ,,შუახევიჰესის“ მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრნენ.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ,,შუახევიჰესის“ მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. დერივაცია ხორციელდება გვირაბების საშუალებით. ,,შუახევიჰესის“ გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია მსოფლიოში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 730 საქართველოს მოქალაქე. ,,შუახევიჰესი“ ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე საქართველოში აშენებულა.

ოპერირების დაწყების შემდგომ, ,,შუახევიჰესის“ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში. ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად დარჩება საქართველოში.

,,შუახევიჰესი“ პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. ,,შუახევიჰესი“ გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.

შუახევიჰესის პროექტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ენერგო სექტორის განვითარების და ახალგაზრდა ქართველი ინჟინრების მომზადების პროცესში. კომპანიის თანამშრომლების 90% ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები შეადგენენ, მშენებლობაზე სტაჟირებას გადიოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთა უმეტესობაც დღეს უკვე კომპანიის თანამშრომელია.

,,აჭარისწყალი ჯორჯია“, ,,შუახევიჰესის“ მშენებლობის დაწყების პირველი დღიდან ხელს უწყობს პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებას და რეგიონის გრძელვადიან განვითარებას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ 70-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელა, რომელთა უმეტესობაც დაიგეგმა სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში. ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, ადგილობრივი თემების განვითარების პროექტებში ჯამურად ჩართული იყო 10 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები. ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აფინანსებს საქართველოში ყველაზე დიდი ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობას გოდერძის საკურორტო ზონაში, რითაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ასევე, ხულოს სამკერვალო ქარხანას, სადაც 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება ადგილობრივი მოსახლების ჩართულობით.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი