უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 თებერვალი, 2018 14:50
font-size

შუახევის სოფლებში, კლდისუბანში და ბესელაშვილებში, ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია და სოფლებში კლდისუბანსა და ბესელაშვილებში თანამედროვე სტანდარტების ახალი ხიდის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

მდინარე აჭარისწყალზე აშენებული ხიდი ორ სოფელს ცენტრალურ გზასთან დააკავშირებს. პროექტი აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მიმდინარე სამუშაოებზე 390.000 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია ,,სინათლე 2006“-მა განახორციელა. ხიდი, ამავდროულად, სამკურნალო წყლებთან (შუახევის აბანო) მისასვლელი ერთადერთი გზაცაა. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საავტომობილო გზიდან ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც განხორციელდა.

ზურაბ პატარაძემ კლდისუბნისა და ბესელაშვილების მაცხოვრებლებს ახალი ხიდი მიულოცა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინეს და დღეს ორივე სოფელს ახალი ხიდი აქვს.

,, ხიდის არსებობა უმნიშვნელოვანესია კლდისუბნისა და ბესელაშვილების მოსახლეობისთვის, რომელთაც გაუმართავი ხიდის პრობლემა რამდენიმე ათეული წელია აწუხებთ. მათ ეს პრობლემა მოუგარდა და დღეიდან, გადაადგილება ახალი კაპიტალური ხიდის საშუალებით შეეძლებათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მთაში მოსახლეობისთვის უფრო მეტი სერვისის შექმნის, უფრო მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის” - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ხიდის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. ხიდის სიგრძე 60 მეტრი, ხოლო სიგანე 5,4 მ-ია.

ზუგდიდში 3 მოსწავლე აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებისგან მოიწამლა

23 მაისი, 2018 , 17:50

ზუგდიდში, ურთის საჯარო სკოლაში 3 მოსწავლე აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებისგან მოიწამლა. როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ინტოქსიკაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 3 მოსწავლე შემოიყ

ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

23 მაისი, 2018 , 13:30

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, გორში, ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.  სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტო

კლასელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

23 მაისი, 2018 , 12:50

კლასელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ივა ტორაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით

ქუთაისის საბავშვო ბაღში ქვეწარმავლები აღმოაჩინეს, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

23 მაისი, 2018 , 11:50

ქუთაისის #17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მიზეზი ბაგა-ბაღის ტერიტორტიაზე აღმოჩენილი ქვეწარმავლებია. როგორც საბავშვო ბაღის თანამშრომლები ყვებიან, ,,ორი-სამი ქვეწარმავალი ბაღის ეზოში მათ იმ დროს შენიშნეს, რ

იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 2 ტრაილერი შეეჯახა

23 მაისი, 2018 , 11:10

გვიან ღამემდე იყო მოძრაობა პარალიზებული ცენტრალურ მაგისტრალზე დასავლეთის მიმართულებით. ამის მიზეზი იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ერთმანეთს 2 სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა და აალდა. ტრაილერებიდან

სოფელ ლაფანყურთან მიწისძვრა მოხდა

22 მაისი, 2018 , 13:00

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან მიწისძვრა მოხდა.  სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 2,9 მაგნიტუდა იყო. როგორც სეისმოლოგები ამბობენ, სტიქიის ეპიცენტრი ლაფან