უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
რეგიონები
შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო. ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში მიმდინარე სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 18 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მოვლენილი სამხედრო მოსამსახურეები ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, თავდაპირველად, კურსის პირველ ეტაპზე - საბაზისო კურსის ფარგლებში შესწავლილ უნარ-ჩვევებს გაიხსენებენ. მათ აბულის სასროლეთზე მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა, ასევე, ზღვის დონიდან 4100 მეტრიანი სიმაღლის დალაშქვრისა და მყინვარწვერზე გადაადგილების ტექნიკის დაუფლება მოუწევთ.
მეორე ეტაპი მაღალ მთაში და ყინულოვან რელიეფზე გადაადგილების ხერხებს, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკას, დაზარალებულის დახმარებასა და ევაკუაციას დაეთმობა.
კურსის ბოლოს ქართველ და უცხოელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდებათ.
შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი 11 აგვისტოს დასრულდება.