უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ივნისი, 2019 16:52
font-size

შუამავალი ხელისუფლებასთან სისხლიანი მოვლენების დაწყებამდე - პალიკო კუბლაშვილი განმარტებას აკეთებს

საიდუმლო შუამავალი, რომლის სახელიც ნიკა მელიამ ხმამაღლა დაასახელა - რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს 20 ივნისის სისხლიანი დაპირისპირების დაწყებამდე? - ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ სწორედ კუბლაშვილი იყო ადამიანი, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებების შეთავაზებით გამოგზავნა.

ნიკა მელიამ განმარტა, რომ აქციაზე იყო მზაობა მშვიდობით დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ შეთანხმება გაურკვეველი მიზეზით ვერ შედგა.

პალიკო კუბლაშვილი ადასტურებს, რომ შუამავლის როლს მართლაც ასრულებდა და აპირებდა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო გახარიასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. მისი თქმით, პირველ ეტაპზე კომუნიკაცია შედგა „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შემდეგ კი იგეგმებოდა, რომ უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება ნიკა მელისა და გრიგოლ ვაშაძესთან.

„ჩვენ ყველანი ერთად ვაკვირდებოდით იმ პროცესს, რაც მიდიოდა პარლამენტის შესასვლელთან, ყველა პოლიტიკოსი, არა მხოლოდ ჩემზე მაქვს საუბარი, პოლიტიკოსები, ვინც იყვნენ იქ, ყველანი ცდილობდნენ, რომ სიტუაცია განემუხტათ. ამ, განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება იყო მოლაპარაკება. ამის საშუალება ექნებოდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო, ორივე მხარესთან ჰქონოდა კომუნიკაცია. მე ამ შემთხვევაში შევთავაზე აკაკი ბობოხიძეს, რომ გავსულიყავი კონტაქტზე, შემეთანხმებინა შეხვედრის საკითხი, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ გახარია დათანხმდა ამ ტიპის შეხვედრას. ამის შემდეგ ბობოხიძესთან ერთად ვცდილობდი, რომ აქეთა მხრიდანაც თანხმობა ყოფილიყო. მე ნიკა მელიასთან არ მქონია საუბარი, ბობოხიძესთან მქონდა საუბარი. დროის გამო თუ იმის გამო, რომ ვერ მოვასწარით, შეიძლება მე დავაგვიანე კონტაქტზე გასვლა. ეს შეხვედრა არ შედგა და მოხდა ის, რაც მოხდა. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ის ღამე სხვანაირად დამთავრებულიყო,“ - განაცხადა პალიკო კუბლაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ მისი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ მოსალაპარაკებლად პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ გიგი უგულავა, გრიგოლ ვაშაძე და ნიკა მელია.

„როდესაც ჩვენ დავიწყეთ ხალხისთვის ახსნა, რომ იცით, რა ახლა პატარა ნაბიჯი იდგმება ერთმანეთისკენ, საჭიროა ბოლომდე დავმშვიდდეთ, სრულიად მოულოდნელად დაიწყო ტყვიებისა და ცრემლსადენი ხელყუმბარების სროლა.“ - აღნიშნა ბობოხიძემ.

ნიკა მელიას თქმით, პალიკო კუბლაშვილს სთხოვეს, რომ გაერკვია, თანახმა იქნებოდნენ თუ არა ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

"რომელი ახლა სამოქალაქო პატრიარქი ბატონი პალიკოა, მან კი არ იტვირთა, მას სთხოვეს, რომ დაურეკე, შენ ხომ იცნობ მათ, თანახმა იქნებიან თუ არა ჩვენთან შესახვედრად. რა შეხვედრა, ატყდა, მაგრამ რა ატყდა,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.

წყარო: რუსთავი2

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი