უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მაისი, 2019 17:30
font-size

შვედეთის ახალი მოწვევის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

შვედეთის ახალი მოწვევის პარლამენტში, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ.

შეხვედრის ფარგლებში მალხაზ კაკაბაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან შვედ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.

მალხაზ კაკაბაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა საქართველოს ისტორიის, უნიკალური კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შვედმა დეპუტატებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დინამიკისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის მიმართ.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ შვედეთის საკანონმდებლო ორგანო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და აღნიშნულიმხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

ნინო ბურჯანაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

21 მაისი, 2019 , 12:50

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატული მოძრაობის“ პ

ნათია თურნავამ და ელიზაბეთ რუდმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს

20 მაისი, 2019 , 19:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ - ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარ

საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ეწვევა

20 მაისი, 2019 , 17:40

დღეს, 20 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

20 მაისი, 2019 , 17:20

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან განიხ

მამუკა ბახტაძემ კრისტინ ლაგარდს უმასპინძლა

20 მაისი, 2019 , 16:45

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და იმ პროგრამას, რომელიც ფონდისხელშეწყობით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საერთაშორისო

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

20 მაისი, 2019 , 16:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კი