უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

19 მაისი, 2017 15:45
font-size

შვედეთის პროკურატურა მ ჯულიან ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიება შეწყვიტა.

BBC-ს ინფორმაციით, Wikileaks-ის დამფუძნებელს გაუპატიურების ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რომელსაც თავად ასანჟი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.

„პროკურორმა მარიან ნიუმ, დღეს, მიიღო გადაწყვეტილება ჯულიან ასანჟის საქმის წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომელიც გაუპატიურებაში არის ეჭვმიტანილი“,-ნათქვამია შესაბამის ცნობაში.

ასანჟის ადვოკატის პერ სამუელსონის განცხადებით, პროკურატურის განცხადება „სრულ გამარჯვებას“ ნიშნავს, თუმცა, შვედეთის პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ასანჟის ბრალეულობა-უდანაშაულობაზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

ასანჟს კვლავინდებურად არ შეუძლია ეკვადორის საელჩოს ტერიტიროიის დატოვება.

2012 წლის ივნისიდან, ჯულიან ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოში დაპატიმრების შიშით ცხოვრობს.

ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით გამოძიება 2010 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა WikiLeaks-ის მასალებში საიდუმლო მონაცემების გასაჯაროებაზე საკუთარი გამოძიება დაიწყო.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - Fox News

6 ნოემბერი, 2024 , 11:25

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩ

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს

4 ნოემბერი, 2024 , 11:00

წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმ

იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

28 ოქტომბერი, 2024 , 11:47

იაპონიის მმართველმა კოალიციამ, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობით, პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მმართველმა კოალიციამ 215 მანდატი მოიპოვა, რაც ბევრ

ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში ყველა მხარეს მოუწოდებს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“

2 ოქტომბერი, 2024 , 13:30

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელზე ირანის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა დაგმო, ამავდროულად მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ლიბანში. როგორც ფრანგული მედია წერს, მაკრონმა საფრანგეთის

ისრაელში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა - საგარეო უწყება

2 ოქტომბერი, 2024 , 12:50

ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს. უწყების ცნობით, იგი კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზე ჩავიდა კონსული. სამინისტროში ასევე ამ

ისრაელი და ჰეზბოლა ახალი დარტყმების შესახებ იუწყებიან

2 ოქტომბერი, 2024 , 12:42

ისრაელზე ირანის სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დღეს, 2 ოქტომბერს, ისრაელის არმიამ მორიგი იერიში მიიტანა ჰეზბოლას ობიექტებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამ