უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მარტი, 2018 11:30
font-size

შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს სამშობლოში მოიხდიან

შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრები.

მხარეები ამ საკითხზე მოლაპრაკებებს დაიწყებენ.

„მუშაობა დაიწყება ამ მიმართულებით ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომლის თანახმად, შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან“, - განაცხადეს საქართველოს შსს-ში.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს შვედეთის სამეფოში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობა. აგრეთვე, აღინიშნა, შვედეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია, თუმცა, მთავარ პრობლემად გამოიკვეთა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა.

გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს და ზოგადად, ამ საკითხის გადახედვა პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას. მორგან იოჰანსონმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიამ შვედ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. ხაზი გაესვა სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ შვედეთში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მოთხოვნების თითქმის 100% სრულდება. სტუმრებმა შვედურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე წლის 9 მარტს ევროპოლთან გაფორმებული მემორანდუმების შესახებ, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი