უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 სექტემბერი, 2022 12:15
font-size

თეა ახვლედიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ანიეს ქოთუსთან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა მოქმედი სპეციალური წარმომადგენელი დანიელ მაქსვინი.

„ სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ICRC-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და საქართველოში ორგანიზაციის მიერ გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი მდგრადობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე, როგორც გაუჩინარებულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენის, ისე ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

მხარეებმა მიმოიხილეს განხორციელებული ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის დადგენის მიზნით მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესის აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები. შეხვედრაზე დაფიქსირდა პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი