უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 ივნისი, 2018 15:30
font-size

შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა გაერთიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრება გაიმართა

ციურიხში „შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა გაერთიანების“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ. ელჩმა მიმოიხილა საქართველო-შვეიცარიის ურთიეთობები და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებში ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობას. ელჩმა ამ მხრივ დადებითად შეაფასა ორგანიზაციის „შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა გაერთიანება“ საქმინობა და მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წევრებს გაწეული ძალისხმევისთვის.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ საელჩოსთან საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საკითხში.

ღონიძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას.

აღნიშნული ორგანიზაცია შვეიცარიის მოქალაქეებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს

14 აგვისტო, 2018 , 17:53

იტალიაში, ქ. გენუაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს: საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ   დღეს, 14 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე, შტორ

ქალაქ გენუასთან ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსთვის არავის არ მოუმართავს - იტალიაში საქართველოს ელჩი

14 აგვისტო, 2018 , 17:50

იტალიის  ქალაქ გენუასთან ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსთვის არავის არ მოუმართავს. ამის შესახებ პირველ არხს იტალიაში საქართველოს დესპანმა დავით ბაზერაშვილმა განუცხადა. დესპანის თქმით, ს

ესტონეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა

14 აგვისტო, 2018 , 17:50

ესტონეთის ომის მუზეუმში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის „საქართველო 2008“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმრების მისასალმებელი სიტყვით მიმართა ესტონეთში საქა

იტალიის ქალაქ გენუასთან ხიდი ჩამოინგრა - დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი

14 აგვისტო, 2018 , 17:30

იტალიაში, გენუასთან ახლოს ხიდი ჩამოინგრა, რასაც ათეულობით მსხვერპლი მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა რაოდენობა. პოლიცია ხიდის ჩამონგრევას ძლიერ წვიმას უკავშირებს. აღნიშნული ხიდი 1960-იან წლებში ააშენეს.

ლონდონის პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტთან დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს

14 აგვისტო, 2018 , 15:50

ლონდონის პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტთან დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, როგორც ტერაქტს განიხილავს. როგორც ლონდონის პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, ავტომობილის მძღოლი დაკავებული იყო ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშა

თურქეთი ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტს გამოუცხადებს - რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

14 აგვისტო, 2018 , 15:05

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ბოიკოტს გამოუცხადებს ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთში იმპორტირებული პროდუქციის მაგივრად იქნება წარმოებული უკეთესი ხარისხის ად

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან