უახლესი ამბები
- 19.01.2021 17:19თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
- 19.01.2021 14:40მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
- 19.01.2021 14:40ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
პოლიტიკა


შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა - ზურაბ აბაშიძე რუსეთისთვის დახმარების თხოვნაზე
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ ის ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს.
აბაშიძის განმარტებით, შცეიცარიის საელჩოს მეშვეობით საქართველომ რუსეთს დახმარება სთხოვა. მოსკოვს შესაბამისი ნოტა გაეგზავნა, თუმცა შემდგომ რუსეთის დამხარება საჭირო აღარ გახდა.
„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის, რომელთა რიგებში არიან მეზობელი ქვეყნებიც. შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა. მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა. თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა. საგანგებო ვითარების დროს სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. კერძოდ, გასულ წლებში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართველოსა და რუსეთის სამაშველო სამსახურებს ჰქონდათ შესაბამისი კომუნიკაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე რეგიონებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ქართულმა მხარემ დახმარებისთვის, რა თქმა უნდა, გამოიყენა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი საშუალებითაც მოხდა სამაშველო დახმარების მოთხოვნა სტიქიის დროს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მოსკოვს დახმარება სთხოვა. მისივე თქმით, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ გამოჰყო ვერტმფრენი Ил-76 ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად. ზახაროვას ინფორმაციით, შემდგომ ქართულმა მხარემ უარი თქვა მათ დახმარებაზე იმ საბაბით, რომ ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და მოსკოვის დახმარების საჭიროება აღარ არსებობდა.
ზახაროვამ „ავადმყოფური ფანტაზიები“ უწოდა საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს რუსეთის შესაძლო მონაწილეობაზე ხანძრის განზრახ გაჩენაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
19 იანვარი, 2021 , 14:40

გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
19 იანვარი, 2021 , 11:43
საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
18 იანვარი, 2021 , 21:32

ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
18 იანვარი, 2021 , 20:59

ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე - სერგო ჩიხლაძე
18 იანვარი, 2021 , 17:15

ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
18 იანვარი, 2021 , 16:10