უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2023 16:12
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

2023 წლის „უეფას“ 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჩემპიონატს საქართველოში სამი ქალაქი - თბილისი, ბათუმი და ქუთაისი უმასპინძლებს.

პირველ თამაშამდე დარჩენილი 100 დღის ათვლა უკვე დაწყებულია, მატჩებზე დასასწრები ბილეთების წინასწარი შეკვეთა კი ონლაინ არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს და A ჯგუფში ის პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

„საქართველოსთვის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გამოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარი მხარდამჭერი, ხელს უწყობს ქართველი სპორტსმენების განვითარებას და ქმნის მათთვის შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და დაიმკვიდრონ ადგილი არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ ფეხბურთის გლობალურ რუკაზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. 2022 წელს მხარეებს შორის გაფორმდა 5 წლიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკი, 2026 წლის ჩათვლით, მხარს დაუჭერს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუსტალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს, უზრუნველყოფს მათ საჭირო რესურსებით, შექმნის საგანმანათლებლო პლატფორმებს და ითანამშრომლებს სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების გენერალური პარტნიორია. რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეებთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი 2025 წლის ჩათვლით, ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებს, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, ასაკობრივ ნაკრებებს და მათ სპორტსმენების ყველა დაგეგმილ ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას და სპორტსმენებს მათი განვითარებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი