უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 აგვისტო, 2018 13:55
font-size

შვიდი ახალი გუბერნატორიდან სამს თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 20 აგვისტოს წარდგენილი შვიდი ახალი გუბერნატორიდან სამს - შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი), გიორგი ხოჯევანიშვილს (შიდა ქართლი), ალექსანდრე მოწერელიას (სამეგრელო-ზემო სვანეთი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვთ, შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი) და შოთა რეხვიაშვილს (ქვემო ქართლი) კი ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი - შალვა კერესელიძე

შალვა კერესელიძე 1996 წლიდან სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობდა, გუბერნატორად დანიშვნამდე კი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

შალვა კერესელიძე, 2018 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის სამ ნაკვეთს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ორ ბინას და ავტოფარეხს თბილისში, ასევე სახლს ქალაქ დუშეთში.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შალვა კერესელიძე არის შპს შაკოს მეწილე და დირექტორი. TI-ს განმარტებით, მას ეს ინფორმაცია დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ორგანიზაციის განმარტებით, შალვა კერესელიძემ, კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ კომპანიაში დირექტორის პოზიცია დანიშვნიდან 10 დღეში უნდა დათმოს, წილი კი მინდობით სხვა პირს გადასცეს.

ქვემო ქართლის გუბერნატორი - შოთა რეხვიაშვილი

შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი 1995-2013 წლებში საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

შოთა რეხვიაშვილი და მისი ოჯახის წევრები 2018 წლის აგვისტოში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობენ მიწის სამ ნაკვეთს წავკისსა და ონში, ორ საცხოვრებელ და ერთ მშენებარე სახლს თბილისში.

კვლევის თანახმად, შოთა რეხვიაშვილს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს აგროგორის 50 პროცენტიანი წილის მფლობელი, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული წილის მითითების გარდა, კანონის თანახმად, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - ბესიკ ამირანაშვილი

ბესიკ ამირანაშვილი გუბერნატორად დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

ბესიკ ამირანაშვილი 2018 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს მიწის ოთხ ნაკვეთსა და აგარაკს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ბინასა და ავტოფარეხს თბილისში.

შიდა ქართლის გუბერნატორი - გიორგი ხოჯევანიშვილი

გიორგი ხოჯევანიშვილს 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, შემდგომ კი კომპანია მაგთიკომშიმუშაობდა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გიორგი ხოჯევანიშვილი ამჟამად შპს ჯეო ფრუტის დირექტორია, ასევე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:

შპს ფრუტ ექსპორტ კომპანი - 100%;

შპს ჯი ენ კა გრუპი - 75%;

შპს ჯეო ფრუტ პროდაქშენი - 50%;

შპს ვესტს ლოჯისტიკს - 15%;

შპს გაზლენდი - 100%;

შპს დეკერს ჯორჯია - 20%;

შპს მაქსიმუმი - 50%.

TI-ს განმარტებით, გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე ფლობს ბინას და მიწის ნაკვეთს ქალაქ თბილისში. კანონმდებლობის თანახმად, გიორგი ხოჯევანიშვილი დანიშვნიდან 10 დღეში ვალდებულია გადადგეს „ჯეო ფრუტის” დირექტორობიდან3, წილები კი მინდობით სხვა პირებს გადასცეს.

იმერეთის გუბერნატორი - შავლეგო ტაბატაძე

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის პოზიციას იკავებდა.

კვლევის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი ფლობს მშენებარე ბინას ქალაქ თბილისში. შავლეგო ტაბატაძის მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლში ხაშურში, არასაცხოვრებელი ფართი რუსთავში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი - ალექსანდრე მოწერელია

ალექსანდრე მოწერელია გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციისგამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოწერელია ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:

შპს ქაპ ჯორჯია - 49% წილის მფლობელი და დირექტორი;

შპს ფირმა ჯორჯია - 50% წილის მფლობელი;

შპს აერკომპანი - 16.34% წილის მფლობელი.

ასევე აღნიშნულია, რომ ალექსანდრე მოწერელია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ. მეტრამდე). კანონმდებლობის თანახმად, ალექსანდრე ნასარაია შპს ქაპ ჯორჯიაში დირექტორის პოზიციიდან უნდა გადადგეს, კომპანიებში კუთვნილი წილები კი მინდობით სხვა პირებს უნდა გადასცეს.

გურიის გუბერნატორი - ზურაბ ნასარაია

ზურაბ ნასარაია გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით. TI-ის ინფორმაციით, ნასარაიამ 2016 წელს პარტიას ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო6 000 ლარი შესწირა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ ნასარაია ფლობს ბინას თბილისში.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ