უკან

სამართალი

20 აგვისტო, 2019 12:20
font-size

შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რ. ს. დამნაშავედ ცნო.

როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა რ. ს.-მ ურთიერთშელაპარაკებისას შვილს მ. ს.-ს, დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მ. ს. -ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა რ. ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19,108-ე მუხლით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ რ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

18 იანვარი, 2021 , 16:10

პროკურატურის ინფორმაციით, კასპში, 2 ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებაში ბრალდებულს გიორგი მენაბდიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა. მას დღეს ბრალი ოფიცალურად წარუდგინეს. „ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ

ივანიშვილის ბანკირის თაღლითური საქმიანობა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში განიხილება

18 იანვარი, 2021 , 16:10

ბერმუდის კუნძულების სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბაკნის – credit suiss–ის დავის, შესახებ სამართლებრივი დოკუმენტი გამოაქვეყნა.   სასამართლოს დასკვნაში ნათქვამია, რომ პატრიკ ლე

პოლიციამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოავლინა

18 იანვარი, 2021 , 12:25

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინ

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18 იანვარი, 2021 , 10:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგე

კასპში დაკავებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, იგი რუსეთში გადასვლას ითხოვდა - ვლადიმერ ბორცვაძე

16 იანვარი, 2021 , 15:40

კასპში, ერთ-ერთი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ღონისძიება წარმატები

პოლიციამ კასპში ერთ-ერთ საწარმოში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი

16 იანვარი, 2021 , 15:15

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადი