უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივლისი, 2017 10:00
font-size

შვილმკვდარი მამები აღმაშენებლის გამზირზე ,,ევროპულ საქართველოს’’ აქციის საწინააღმდეგო აქციას ჩაატარებენ

შვილმკვდარი მამები ,,ევროპული საქართველოს’’ ორგანიზებით 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილ აქციის კონტრაქციას ჩაატარებენ.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ,,ქართველთა მარშის’’ წევრმა სანდრო ბრეგაძემ აღნიშნა, ,,ქართველთა მარში’’ არ არის აღნიშნული აქციის ორგანიზატორი, თუმცა უერთდება შვილმკვდარი მამების აქციას.

მისივე თქმით, კონტრაქციის ორგანიზატორები შეეცდებიან, საშულებას არ მისცემენ ,,ევროპულ საქართველოს’’ ჩაატაროს აქცია სახელწოდებით ,,არა ფაშიზმს.’’

თავის მხრივ, კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მთავარ იდეოლოგს და მის გუნდს არ აქვთ მორალური უფლება იმისა, რომ ვინმეს ,,ფაშისტები’’ ეძახონ.

,,23 ივლისს აპირებენ აქციის ჩატარებას გიგა ბოკერია და მისი პარტია ,,ევროპული საქართველო’’ , რომლებიც ჩემთვის ნაციონალები არიან და სახელის გადარქმევას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს, რომ ბოკერია მისი მთავარი იდეოლოგი იყო. მე ასეთი წინადადება წამოვაყენე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა არსებობდეს.

მთელი ჩემი ცხოვრება 13 წლის მანძილზე მე ამ პარტიას და მის ლიდერებს ვებრძვი. ეს არიან ჯალათები, რომლებსაც 125 ბიჭი ჰყავთ ქუჩაში დახვრეტილი, გაუპატიურებული ციხეებში. ამ ხალხს იმის უფლება არ აქვს, რომ დღეს გამოვიდეს და ვიღაცებს ,,ფაშისტები’’ ეძახონ თვითონ ფაშისტებმა. ამიტომ, მე პირადად და ის შვილმკვდარი ხალხი, რომელთაც იომეს 13 წლის განმავლობაში , პოლიტპატიმრები, ყველანი ვიდგებით იქ და იქნება ეს მშვიდობიანი აქცია. ღმერთმა დაიფაროს, თუ რამე მოხდა ისეთი, გიგა ბოკერიამ უნდა აიღოს ეს თავისთავზე’’, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ცნობისათვის, ,,ევროპული საქართველოს’’ მიერ ორგანიზებული მსვლელობა "არა რუსულ ფაშიზმს" 23 ივლისს 20:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება. მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ,,ქართველთა მარშმა’’ ამავე ტერიტრიაზე აქცია გამართა.

„ამ აქციის მთელი არსი არის არა იმ პატარა მარგინალურ ჯგუფთან ჯიბრი, არამედ ჩვენება ყველასთვის, რომ საქართველო არ არის სიძულვილის და ძალადობის ქვეყანა. ჩვენება ხელისუფლებისთვის, რომ მის მიერ მართული ეს ჯგუფები, გუშინ ბესელიამ პატრიოტი უწოდა კორკოტაშვილს, რომელიც დღეს სისხლის სამართლის გამოძიების ქვეშ უნდა იყოს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში ასეთი ძალადობრივი გზით ადამიანების ურთიერთობას,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი