უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 სექტემბერი, 2016 18:30
font-size

სიამაყის საფუძველს არ მაძლევს, რომ ვერ შევძელით გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება- კონსტანტინე ვარძელაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ მოქმედ მოსამართლეს კონსტანტინე ვარძელაშვილს სიამაყის საფუძველს არ აძლევს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

ამის შესახებ ვარძელაშვილმა მედიას განუცხადა.

„ჩემთვის ძალიან საამაყოა ყველა გადაწყვეტილება რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი, ჩემს კოლეგებთან ერთად. თუმცა სიამაყის საფუძველს არ მაძლევს ბოლო მოვლენები, რომლებიც განვითარდა სასამართლოში. მათ შორის ისიც, რომ პლენუმმა ვერ შეძლო ვერც ერთ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, ეხება მსჯავრდებული პირების სარჩელს, კაბელების საქმეს ვგულისხმობ და გიგი უგულავას საქმეს. რუსთავი 2-ის ვერც ერთი საქმე არ იქნა გადაწყვეტილი, რომელიც განხილული იქნა პლენუმის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა რა თქმა უნდა არსებობდა“,-განაცხადა ვარძელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს: ქეთევან ერემაძეს, ოთარ სიჭინავას, კონსტანტინე ვარძელაშვილსა და თავად გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურებათ.

მონიკა დავლიანიძე

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი