უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 სექტემბერი, 2018 15:45
font-size

„სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ - ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმში გაიმართება

27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, ფონდი ევროარტი (საქართველო) და ფონდი არტექო (ნიდერლანდების სამეფო) ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში მართავენ ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენას: „სიჩუმის რეზოლუცია-აფხაზეთი“.

გამოფენის გახსნის დღეს, 25 წლის წინ, დაახლოებით 250 ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა აფხაზეთი. ქართველ პუბლიკას აფხაზეთი ახსოვს, როგორც ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, სადაც ხალხი, ყველა სეზონზე დასასვენებლად, პოზიტიური ენერგიის მისაღებად დადიოდა. ფრანგი ფოტოხელოვანი პუბლიკას საშუალებას აძლევს, თვალი გადაავლოს მონატრებულ ადგილებს.

ორელიენ ვილეტი 2016 წელს ესტუმრა აფხაზეთს. მისი ობიექტივი, ამ შემთხვევაში, შუამავალია სიცოცხლით სავსე წარსულის მოგონებებსა და სევდიან, ჩუმ დღევანდელობას შორის, მონატრებასა და უძლურებას შორის. ამასთანავე, იგი პუბლიკას განაწყობს კიდევ ერთხელ ღრმად დაფიქრებისთვის, ერთმანეთის მიტევებისთვის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, მონატრებული ურთიერთობებისა და ისევ აღმშენებლობისთვის.

პროექტის მთავარი პარტნიორები არიან საფრანგეთის საელჩო საქართველოში, აფხაზეთის ა/რ მთავრობა, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

გამოფენის გახსნა შედგება 2018 წლის 27 სექტემბერს, 18:00. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში, მისამართზე: თბილისი, რუსთაველის 3, მე-4 სართული.

გამოფენის გახსნას დაესწრებიან ავტორი, safrangeTis elCi saqarTveloSi b-n paskal menie და საპატიო სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი