უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ივლისი, 2018 15:00
font-size

სიღარიბე, ოჯახში ძალადობა, იძულებითი მიგრაცია - ფაქტორები, რის გამო ხვდებიან ბავშვები ქუჩაში

გაეროს ბავშვთა ფონდმა ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში გამოჰყო ის ფაქტორები, რის გამო ხვდებიან ბავშვები ქუჩაში. ესენია:

მშობელთა სიღარიბე და მათ დასახმარებლად ბავშვების ჩართვა სხვადასხვა აქტივობაში, რაც ბავშვთა შრომას იწვევს;

მშობლების იძულებითი მიგრაცია და აქედან გამომდინარე ცხოვრების გამოწვევები საარსებო საშუალებების მოპოვებასთან დაკავშირებით;

მშობლის გარდაცვალება, დაპატიმრება, ავადმყოფობა და/ან მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, რაც მშობლის მიერ ბავშვის მიტოვებას ან უგულებელყოფას და ბავშვის მიერ საკუთარ თავზე ზრუნვის საჭიროებას იწვევს;

ოჯახში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, რის გამოც ბავშვი სახლის გარეთ ცხოვრებას ამჯობინებს;

მკაცრი დისციპლინა – ე.ი. ბავშვის სოციალური ქსელების კატეგორიული შეზღუდვა და ზედმეტად მკაცრი წესები – სარეაბილიტაციო ან მომსახურების დაწესებულებებში, მინდობით აღმზრდელ ოჯახში ან არასრულწლოვანთა დახურულ სკოლებში, რის გამოც ბავშვებს და მოზარდებს წესების დამორჩილებას ქუჩაში ცხოვრება ურჩევნიათ და მზრუნველობის დაწესებულებებიდან არაერთგზის იპარებიან;

სოციალიზაცია ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის, რის შედეგადაც ბავშვები (თანდათანობით) სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სახლში და სულ უფრო მეტ დროს უთმობენ ქუჩის სხვა ბავშვებთან ურთიერთობას.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, უბიძგებს ბავშვებს ქუჩაში ცხოვრებისკენ, დაკავშირებულია შავი ზღვის ტურისტულ კურორტებზე საარსებო საშუალებათა მოპოვების შესაძლებლობებთან, რადგან ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვთა ცხოვრება ნაწილობრივ სეზონური მიგრაციის ფორმას ატარებს. ეს ეხება როგორც ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვებს, ასევე ქუჩაში მშობლის გარეშე მყოფ ბევრ ბავშვს. ს

სეზონური მიგრაციის ნაწილი დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო სეზონებთან, ვინაიდან აზერბაიჯანში ზოგიერთი მობილური ოჯახი მონაწილეობას იღებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. თუმცა მიგრანტები უმეტესწილად კვალდაკვალ მიჰყვებიან ტურისტების ნაკადებს, რომლებსაც ტურისტულ სეზონზე ბათუმში, ქობულეთში, ურეკსა და შავი ზღვის სხვა კურორტებზე „მოჰყავთ“ არამარტო აზერბაიჯანული ოჯახები, არამედ საქართველოს ქუჩის ოჯახები და ქუჩაში მშობლების გარეშე მყოფი ბავშვები და ახალგაზრდები.

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

21 სექტემბერი, 2019 , 16:16

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის

რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რომ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ - აკაკი ზოიძე

21 სექტემბერი, 2019 , 15:50

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების

პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა

21 სექტემბერი, 2019 , 15:46

მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" და ასევე "გამარჯვებული საქართველოს" ორგანიზებით, პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსს ხე დაეცა

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახ

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს