უკან
რეგიონები
13 ივნისი, 2017 13:20
სიღნაღისა და გურჯაანის ტერიტორიებზე სეტყვის დროს 50-ზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს
სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა - „დელტა,’’ სიღნაღისა და გურჯაანის ტერიტორიებზე სეტყვის დროს 50-ზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა გაუშვა.
მუშაობა მიმდინარეობდა შეზღუდვების პირობებში, რადგან ამ მონაკვეთზე, საჰაერო სივრცეში, 10 წუთის განმავლობაში თვითმფრინავი იმყოფებოდა და ამის შესახებ ცენტრს საჰაერო ნავიგაციისგან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.
თუმცა, როგორც „დელტაში“ აცხადებენ, შეფერხების მიუხედავად, მოხდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტურად გამოყენება და ღრუბლების განეიტრალება.
აღსანიშნავია, რომ კახეთში ორ თვეში ოცამდე სოფელი დაისეტყვა.