უახლესი ამბები
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
- 14.11.2025 12:56სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს
არქივი
კომენტარი
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, ჩორჩანისა და 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებით უკვე გაეცნენ ბრალის შესახებ დადგენილებებს.
„ორ საქმესთან დაკავშირებით მოხდა ჩვენთვის ბრალის შესახებ დადგენილების გაცნობა. ერთი ეხება ჩორჩანას და მეორე 20 ივნისთან დაკავშირებული საქმეა. ჩორჩანასთან დაკავშირებით გავეცანით საქმის მასალებს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და სამის ნახევარზეა ჩანიშნული სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს იქნება საქმე, რომელიც აუცილებლად დამოკლეს მახვილივით დაეკიდება თითოეული იმ ადამიანის თავზე, რომელმაც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა. ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ეს საქმე იწყება არარსებული „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, რაღაც დამბეზღებელი ტონით, უსაფუძვლო მტკიცებულებების გარეშე ბრალდებების გაჟღერებით, გრძელდება ცრუ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით, როგორებიც არიან სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც თავად იყვნენ, მათ შორის, პასუხისმგებელი, ასეთი სენსიტიური და მგრძნობიარე თუ იყო ეს საკითხი, რეაგირება მოეხდინათ. წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგუშაგოს აღმართვის შესახებ გაიგო ცხინვალის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმისგან, ეს იმდენად აბსურდულია, რომ თუ ასეთი მოხდა, პირდაპირ მიუთითებს დისფუნქციურობასა და კონკრეტულ დანაშაულზე, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას განმარტებით, სანდოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით, თანამდებობის პირთა ჩვენებები ვერ იქნება სანდო და პირდაპირი ფორმით მიუთითებს პოლიტიკურ მოტივაციაზე.
„ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების ობიექტია გიორგი გახარია. რა თქმა უნდა, ყველა შიდა მექანიზმს გამოიყენებს ჩვენი პარტია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოში“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას თქმით, 20 ივნისთან დაკავშირებით საქმის მასალები საკმაოდ მოცულობითია.
„ძირითადი ალბათ მაკულატურაა, თუმცა 20 ივნისზე წაყენებულ ბრალზე რაც შემიძლია გითხრათ, სამართლებრივი სიგიჟეა – არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების ორგანიზება, ოღონდ ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანება გამოიწვია რეზინის ტყვიების გამოყენებამ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნებით ასეა მითითებული, თუმცა ამავე ბრალში დასტურდება, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას მხრიდან არ არის გაცემული. მათ შორის, ამ საქმეზე დიდ პალატას, სტრასბურგის სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება. თუ მიადევნებდით თვალს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში ამ საქმის განხილვას, სახელმწიფოს პოზიციები რა იყო, მათ შორის დაზარალებული მხარისა და მისი წარმომადგენლების – პირდაპირ მიუთითებდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულ შემთხვევებში გახარიას ბრალეულობა არ იყო გამოკვეთილი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, პროკურატურა გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, დაცვის მხარის შუამდგომლობა კი იქნება, რომ გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ იქნეს გამოყენებული.
„არანაირ გირაოს არ ითხოვს ჩვენი მხარე, ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არ იყოს გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთი ღონისძიება, რადგან სახეზე არ არის დანაშაული. გიორგი გახარიამ პირველივე დღიდან იცოდა, რომ მის მიმართ არაფორმალურად სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. ეს უბრალოდ ფურცელზე გადაიტანეს და გააფორმალურეს. მისთვის სიახლე არ ყოფილა, მოსალოდნელი იყო. სიგიჟეა, რასაც მას ედავებიან და არ აღიარებს დანაშაულს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კითხვაზე, – „გიორგი გახარია ხომ არ განიხილავს ჩამოსვლას?“ – ბერდია სიჭინავამ უპასუხა: „რა ვიცი, ვნახოთ“.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს.
საკვანძო სიტყვები:
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31
ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი
7 ნოემბერი, 2025 , 12:06
ნიკა მელია არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას - ადვოკატი
6 ნოემბერი, 2025 , 19:00
მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
6 ნოემბერი, 2025 , 18:42

