უკან
საზოგადოება
13 ივლისი, 2017 14:30
სიკო დოლიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი მის შთამომავლებს დაუბრუნდა - დავით ოქიტაშვილი
კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, დიდხნიანი დავის შემდეგ სიკო დოლიძის სახლმ-მუზეუმი მის შთამომავლებს დაუბრუნდა. ამის შემდეგ ოქიტაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„კარგი და სასიხარულო ამბავი გავიგე და აუცილებლად მინდა, რომ გაგიზიაროთ! 18-წლიანი უსამართლო ბრძოლა დასრულდა!! მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ სიკო დოლიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი დაუბრუნა არა მხოლოდ მის შთამომავლებს, არამედ სრულიად საქართველოს!! მადლობა ბატონო ბიძინა სიკეთისათვის“, - დაწერა ოქიტაშვილმა.